„ფლორენსის" მსხვერპლი აშშ-ში უკვე 32 ადამიანია

გამოწერა
კვლავ შენარჩუნებულია ძლიერი წყალდიდობების საფრთხე. ასობით ათასი სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში შტორმ „ფლორენსის" მსხვერპლის რაოდენობა უკვე 32-მდე გაიზარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ორი ჩვილი.

ქარიშხალი აშშ-ში - Sputnik საქართველო
აშშ-ის შტატებს ქარიშხალი „ფლორენსი" უახლოვდება: ტრამპმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორმა როი კუპერმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მის შტატში 17 ადამიანი დაიღუპა.

ქარიშხალი „ფლორენსი" აშშ-ის ატლანტის ოკეანის სანაპიროს პარასკევს დაატყდა თავს და მაშინვე დაიწყო შესუსტება. ახლა მისი სტატუსი „შტორმამდეა“ დაყვანილი. ქარის საშიშროება მნიშვნელოვნდა შემცირდა – ის არ აჭარბებს 75 კილომეტრს საათში, თუმცა, კვლავ შენარჩუნებულია ძლიერი წყალდიდობების საფრთხე, რადგან შტორმმა უზარმაზარი რაოდენობის ნალექი მოიტანა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის 27 ათასზე მეტი მცხოვრები დროებით თავშესაფარში იმყოფება. ასობით ათასი სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0