06:18 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
ხანძარი კალიფორნიაში

ფინეთში ხანძრის გამო ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს

© REUTERS / Gene Blevins
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1308)
90 0 0

ხანძარი ქალაქ სალოში სანთლის ქარხანას გაუჩნდა. იწვის 200 ტონა პარაფინი

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ადამიანების ევაკუაცია გახდა საჭირო ფინეთის ქალაქ სალოში სანთლის ქარხანაში Kynttilä-Tuote Oy გაჩენილი ხანძრის გამო, სადაც 200 ტონა პარაფინი იწვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ქარხანა 10 ათასი კვადრატული მეტრი ფართობისაა და მასში განთავსებულია საოფისე, საწარმოო და სასაწყობე ნაგებობები. ადგილზე მუშაობს 30 სახანძრო ბრიგადა. დაზარალებულები და მსხვერპლი არ არის.

ფინელი მაშველები აცხადებენ, რომ შენობაში 200 ტონა პარაფინი იწვის. დაიწყო ახლომდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების ევაკუაცია. მოსახლეობას ურჩევენ, თავი აარიდონ ქალაქში გადაადგილებას. ცეცხლს დიდი რაოდენობით ტოქსიკური კვამლი აქვს.

მეხანძრეები ცდილობენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება შეძლონ.

მათი განცხადებით, ხანძრის ჩაქრობა იმიტომაც რთულდება, რომ პარაფინის ჩასაქრობად წყალი არ გამოიყენება. ერთადერთი ხერხია ცეცხლის დათრგუნვა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1308)

მთავარი თემები