06:15 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
ჯულიან ასანჟი

შვედეთის ელჩი: ვიდრე სიკვდილით დასჯა ემუქრება, შვედეთი აშშ-ს ასანჟს არასდროს გადასცემს

© photo: Sputnik / Aleks Maknoton
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1308)
84 0 0

ჯულიან ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თუ WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს ეკვადორის საელჩოდან გამოუშვებენ და შვედეთში მისი ექსტრადირება მოხდება, მაშინ მას გამოძიება ელოდება, თუმცა სტოკჰოლმი აშშ-ს ჟურნალისტს არ გადასცემს, თუ მას იქ სიკვდილით დასჯა ელოდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში შვედეთის ელჩ პიტერ ერიქსონზე დაყრდნობით.

„შვედეთში იგი (ჯულიან ასანჟი — რედ.) სექსუალურ დანაშაულებებშია ეჭვმიტანილი და იძებნება, ჩაიდინა თუ არა დანაშაული ჩვენ არ ვიცით, იგი ჯერ არ გაუსამართლებიათ. თუ მას ეკვადორის საელჩოდან გამოუშვებენ და შვედეთს გადასცემენ, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება. ჯერჯერობით მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. აშშ-ს მხრიდან ასანჟთან დაკავშირებით პრეტენციების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანამ შვედეთს უნდა სთხოვოს მისი ექსტრადირება", — განაცხადა შვედმა დიპლომატმა.

ერიქსონის სიტყვებით, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შვედეთის მხარემ, შესაძლოა, ასანჯი შეერთებულ შტატებს გადასცეს.

ჯულიან ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. მან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა, ვინაიდან შიშობდა, რომ შვედეთის მთავრობა მას აშშ-ს გადასცემდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასანჟს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის გრძელვადიანი პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1308)

მთავარი თემები