პარიზში მძევლები აიყვანეს - პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს

© REUTERS / Benoit Tessierმძევლების აყვანა პარიზში: სპეცოპერაციის კადრი
მძევლების აყვანა პარიზში: სპეცოპერაციის კადრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცოპერაცია მიმდინარეობს მამაკაცის გამო, რომელმაც ორი მძევალი აიყვანა

თბილისი,12 ივნისი — Sputnik. პარიზის მეათე ოლქში მამაკაცმა ორი მძევალი აიყვანა, იუწყება РИА Новости პორტალ France Info-ზე დაყრდნობით.

„პარიზის მეათე ოლქში საპოლიციო ოპერაცია მიმდინარეობს“, — იუწყება გამოცემა.

პორტალის მონაცემებით, უცნობმა მამაკაცმა ორი მძევალი აიყვანა. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

რადიოსადგურ France Bleu იუწყება, რომ ერთ-ერთი მძევალი ორსული ქალია. ცნობილია, რომ ბოროტმოქმედი ირანის საელჩოსთან კავშირის უზრუნველყოფას მოითხოვს.

ამჟამად ადგილზე მუშაობს პოლიცია, იქვე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი.


ყველა ახალი ამბავი
0