რა კავშირია ფინანსურ მდგომარეობასა და ჭკუასუსტობას შორის – მეცნიერთა დასკვნები

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატიდან ფულის მოხსნა
ბანკომატიდან ფულის მოხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის ცხოვრებაში ეკონომიკურ ასპექტებს დემენციის - შეძენილი ჭკუასუსტობის გაჩენის ალბათობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ცუდი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანებს სიბერეში ჭკუასუსტობის განვითარების რისკი მაღალი აქვთ, აღნიშნულია ჟურნალ JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

დეპრესია - Sputnik საქართველო
დეპრესიის უბრალო წამალი: მეცნიერების გლობალური მეტაანალიზის შედეგი

სამუშაოს საფუძვლად აღებულია English Longitudinal Study of Ageing-ის 1902-1943 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. მაშინ მეცნიერები სწავლობდნენ 1902-1925 წლებსა და 1926-1943 წლებში დაბადებულ ადამიანებს, რათა შეესწავლათ მათი ცხოვრება სხვადასხვა ასპექტში.

სპეციალისტებმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან გააანალიზეს 6000 უფროსი ასაკის ადამიანის მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ ღარიბ მოსახლეობას დემენციის განვითარების ალბათობა 50%-ით მაღალი აქვს, ვიდრე შეძლებულს.

„ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ დემენციის რისკი უზრუნველყოფილ ასაკოვან ადამიანებში უფრო დაბალია, ვიდრე ნაკლები ეკონომიკური რესურსების მქონე ადამიანებში. ამის მთავარი ფაქტორია იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ ჯანმრთელობას სათანადოდ მიაქციო ყურადღება. ასევე, შესაძლოა, რომ შეძლებულ ადამიანებს უფრო ფართო სოციალურ-კულტურული შესაძლებლობები აქვთ, რაც მათ სამყაროსთან აქტიურად ურთიერთობების საშუალებას აძლევს", — განაცხადა კვლევის ავტორმა, პროფესორმა ენდრიუ სტეპტოუმ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დემენციას დამანგრეველი შედეგი შეიძლება ჰქონდეს როგორც ცალკე ადამიანის, ისე მისი ოჯახისთვის. ამასთან დაკავშირებით, მათი თქმით, აუცილებელია განისაზღვროს ფაქტორები, რომლებიც შეანელებს ჭკუასუსტობის განვითარებას ან მის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0