19:05 21 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ნეტა ბარზილაი ისრაელიდან - „ევროვიზია-2018“-ის გამარჯვებული

„ევროვიზია-2018“-ის გამარჯვებული ისრაელიდან: ფაქტები ნეტას კარიერიდან

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ევროვიზია 2018 (20)
17910

მომდევნო „ევროვიზია“ ისრაელში ჩატარდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქალაქში

თბილისი 13 მაისი — Sputnik. ნეტა ბარზილაი ისრაელიდან — სიმღერის კონკურს „ევროვიზიის“ გამარჯვებულია. კონკურსის ფინალი შაბათს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში შედგა.

ჟიურისა და მაყურებლის კენჭისყრის შედეგად ბარზელაიმ 529 ქულა დააგროვა. მან იმღერა სიმღერა Toy („სათამაშო“). წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობდა 43 ქვეყნის კონკურსანტი, თუმცა ფინალამდე 26 მივიდა.

Sputnik-ბელარუსი“ ნეტა ბარზელაის ბიოგრაფიიდან ხუთი საინტერესო ფაქტის შესახებ გვიამბობს.

— ნეტა — ისრაელის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერია. მართალია, ის ორკესტრში მსახურობდა, თუმცა სამხედრო წოდება დამსახურებულად მიიღო.

— მომღერალი აქტიურად მონაწილეობს ისრაელში ბევრ პროექტში, ტელეშოუში და თეატრალურ დადგმებში.

— სიმღერა Toy, რომელმაც ნეტას გამარჯვება მოუტანა, დაწერილია როგორც რეაქცია აქციაზე #MeToo — ფლეშმობი როგორც ცნობილი, ისე რიგითი ადამიანების მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტების აღიარების შესახებ. უბრალო მოტივის მიუხედავად, კომპოზიციას ღრმა შინაარსი გააჩნია: ყველა ადამიანი ლამაზია და დისკრიმინაცია დაუშვებელია.

— სიმღერის კლიპი 23 მილიონჯერ ნახეს — ეს „ევროვიზიის“ რეკორდი გახდა, ასეთი პოპულარული კონკურსის მონაწილის არცერთი ვიდეო არ ყოფილა.

— ნეტას სიმღერა გააკრიტიკა შარშანდელმა გამარჯვებულმა სალვადორ სობრალმა — მან სიმღერას „საშინელი“ უწოდა. საპასუხოდ ნეტამ არტისტს ყოველივე საუკეთესო უსურვა და კამათი არ დაუწყია.

მუსიკა იმარჯვებს თუ პოლიტიკა: საქართველოს წარუმატებლობის მიზეზი ევროვიზია 2018-ზე >>

ნეტა ბარზელაის გამარჯვების წყალობით 2019 წლის „ევროვიზია“ ისრაელში ჩატარდება. კონკრეტულ ქალაქს ევროპის სამაუწყებლო კავშირი გამოაცხადებს, თუმცა ნეტამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოასწრო: მან ყველა იერუსალიმში მიიწვია. ნეტას გამარჯვება ისრაელისთვის კონკურსში მონაწილეობის 45 წლის განმავლობაში მეოთხე გახდა.

თემები:
ევროვიზია 2018 (20)

მთავარი თემები