დუბაის მმართველმა უდაბნოში ტურისტები გადაარჩინა და მათთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო

© photo: AFP 2020 / KARIM SAHIBალ-შებას უდაბნო საამიროებში
ალ-შებას უდაბნო საამიროებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორია, როდესაც არაბი შეიხი გადაგარჩენს? ახალგაზრდა მოგზაურ ქალს უდაბნოში გადახდენილი თავგადასავალი დიდხანს დაამახსოვრდება

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ტურისტთა ჯგუფს, რომლებიც დაუბაის უდაბნოში ჩარჩნენ, დუბაის საამიროს მმართველი (არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი) მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი დაეხმარა.

შემთხვევის შესახებ ისაუბრა თავად ტურისტმა ჰანა კარენ აროირომ, რომელმაც საკუთარ Twitter-ში დუბაის მმართველთან ფოტოები ატვირთა.

„მე და ჩემი მეგობრები დუბაის უდაბნოში ჩავრჩით და შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდმა გადაგვარჩინა“, — დაწერა მან Twitter-ში.

შეიხმა ბუქსირით წაიყვანა უცხოელების ავტომობილი, რომელიც ქვიშაში იყო ჩაფლული.

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ მმართველის ავტომობილს Mercedes Benz G-class სანომრე ნიშნით Dubai No. 1 უმაგრდება ძლიერი კაბელი. მეორე ფოტოზე ტურისტები მათი გადარჩენის შემდეგ მომღიმარე მმართველთან ერთად პოზირებენ.


ყველა ახალი ამბავი
0