თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თანამედროვე იმტერნეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation-ის (EFF) დამფუძნებელი ჯონ პერი ბარლოუ 70 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
EFF-ი კიბერსივრცეში უფლებების დაცვითაა დაკავებული. ფონდის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ნათქვამია:
„დღეს ინტერნეტმა თავისი გმირი დაკარგა. Electronic Frontier Foundation-ი გლოვობს ჯონ პერი ბარლოუს წასვლას“.
გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტის „მამა“ ძილში გარდაიცვალა.
როგორც EFF-ში აღნიშნავენ, „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტის ძირითადი სეგმენტები, რომლებიც ყველას გვიყვარს, არსებობს და ვითარდება ბარლოუს ხედვებისა და ხელმძღვანელობის წყალობით“.