ავტოავარია და დოლარებით მოფენილი გზა - თვითმხილველის ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Stringerაშშ-ის ფულის ერთეული
აშშ-ის ფულის ერთეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიაში ფულის გადამტანი მანქანის მძღოლი იყო დამნაშავე: მან სიჩქარეს გადააჭარბა, მართვას თავი ვერ გაართვა და სხვა ავტომობილს შეეჯახა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. აშშ-ის შტატ ილინოისში ავტომობილს, რომლითაც სათამაშო ავტომატებისთვის თანხა გადაჰქონდათ, ავარია შეემთხვა და ტრასა სხვადასხვა ნომინალის კუპიურებით მოიფინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ UPI-ზე დაყრდნობით.

ინციდენტის გამო საჭირო გახდა ტრასაზე მოძრაობის გადაკეტვა.

გამოცემის ინფორმაციით, ავარიაში ფულის გადამტანი მანქანის მძღოლი იყო დამნაშავე: მან სიჩქარეს გადააჭარბა, მართვას თავი ვერ გაართვა და სხვა ავტომობილს შეეჯახა. მესამე მანქანა კი, რომელიც მათ გასწრებას ცდილობდა, ბარიერს შეეჯახა.

ინციდენტში არავინ დაშავებულა, ხოლო ფულს მთელი ერთი საათის განმავლობაში აგროვებდნენ. რა თანხას მოუყარეს თავი საბოლოოდ, არ კონკრეტდება.

ყველა ახალი ამბავი
0