12:05 17 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8660
  • 100 RUB3.9322
  • USD2.4479
ჯორჯ მარტინი

კიდევ ერთი სერიალი „სამეფო კარის თამაშების“ ავტორისგან

© photo: Sputnik / Alexey Danichev
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1140)
43 0 0

ნოველა Nightflyers, რომელიც პირველად 1980 წელს გამოიცა, რვა მეცნიერსა და უძლიერეს ტელეპატზე მოგვითხრობს. ფაბულის მიხედვით, ნაწარმოების გმირები მზის სისტემის საზღვრებისკენ მიემგზავრებიან კოსმოსური ხომალდით, რა დროსაც საშიში მოვლენები ხდება.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. აშშ-ში „სამეფო კარის თამაშების“ ავტორის ჯორჯ მარტინის კიდევ ერთი ნაწარმოების ეკრანიზაცია იწყება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ Syfy-ზე დაყრდნობით.

ეს ფანტასტიკური ტრილერი იქნება, რომელსაც მარტინის ნოველის Nightflyers („ღამით მფრინავნი“) მიხედვით გადაიღებენ. მთავარი გმირის, დოქტორ აგატა მეტსონის როლს გრეტჰენ მოლი შეასრულებს, რომელსაც მაყურებელი სერიალ „იატაკქვეშა იმპერიიდან“ იცნობს.

სერიალში, რომელსაც სტუდია Universal Cable Productions და არხი Netflix შექმნიან, მონაწილეობას ასევე მიიღებენ ოუენ მეკენი, დევიდ აჯალა, სემ სტრაიკი და სხვ.

ნოველა Nightflyers, რომელიც პირველად 1980 წელს გამოიცა, რვა მეცნიერსა და უძლიერეს ტელეპატზე მოგვითხრობს. ფაბულის მიხედვით, ნაწარმოების გმირები მზის სისტემის საზღვრებისკენ მიემგზავრებიან კოსმოსური ხომალდით, რომელსაც Nightflyer ჰქვია, იმ იმედით, რომ არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტს დაამყარებენ. მაგრამ მოგზაურობის დროს ხომალდზე საშიში მოვლენები ვითარდება.

თემები:
მსოფლიო დღეს (1140)

მთავარი თემები