იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას შეტაკებები მოჰყვა - პირდაპირი ეთერი

© REUTERS / Ammar Awadშეტაკებები იერუსალიმში
შეტაკებები იერუსალიმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუში, 6 დეკემბერს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ იერუსალიმი ოფიციალურად აღიარა ისრაელის დედაქალაქად, რასაც ბეთლემსა და რამალაში უსერიოზულესი შეტაკებები მოჰყვა. 

ამ დროისათვის მსოფლიო მედია პირდაპირ ეთერში გადასცემს ვიდეოკადრებს მოვლენების ეპიცენტრიდან.

თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი არის „როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე რეალობის აღიარება“. ამასთან, გადაწყვეტილება არ შეეხება მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და საზღვრების საკითხს.

პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად განიხილა და ასევე მიიღო იმ სახელმწიფოთა მეთაურების მხარდაჭერის გარანტია, რომლებიც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში არიან ჩართულები.

თეთრ სახლში ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის აშშ-ის პოლიტიკას ისრაელის საზღვრებთან დაკავშირებით.


 

ყველა ახალი ამბავი
0