გარდაიცვალა როკის ვარსკვლავი ჯონი ჰოლიდეი

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიჯონი ჰოლიდეი
ჯონი ჰოლიდეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ფრანგი როკ-მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯონი ჰოლიდეი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება "ფრანს–პრესი" მუსიკოსის მეუღლეზე – ლეტიციაზე დაყრდნობით.

სიცოცხლის ბოლო წელს ჰოლიდეი ფილტვის კიბოს ებრძოდა. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა ქიმიოთერაპიის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.

"ჯონი ჰოლიდეიმ დაგვტოვა. მე ვწერ ამ სიტყვებს და არ მჯერა. და მაინც, ყველაფერი ასეა. ჩემი მამაკაცი უკვე აღარ არის. მან დღეს, საღამოს დაგვტოვა, მან მთელი ცხოვრება ღირსებით და მამაცურად იცხოვრა", — ნათქვამია მუსიკოსის მეუღლის განცხადებაში.

ჯონი ჰოლიდეი (ნამდვილი სახელი — ჟან-ფილიპ ლეო სმეტი) 1943 წლის 15 ივნისს პარიზში დაიბადა. თავისი კარიერის მანძილზე მან 400-ზე მეტი ტურნე მოაწყო, სადაც 15 მილიონზე მეტი მაყურებელი შეიკრიბა. 2005 წლისთვის მომღერლის დაახლოებით 80 მილიონი დისკი უკვე გაყიდული იყო, 18 ალბომი კი პლატინის გახდა. მან ბევრი სიმღერა დაწერა შანსონის სტილში და შექმნა კომპოზიციები ფილმებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0