მაკრონი: საფრანგეთი არ არის დაინტერესებული გერმანიაში ვითარების გაუარესებით

© REUTERS / Lionel Bonaventureემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, წუხანდელი ღამიდან ანგელა მერკელის ეპოქის დასასრული დაიწყო.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი არ არის დაინტერესებული იმით, რომ გერმანიაში, საპარლამენტო კოალიციის ფორმირების ჩავარდნის გამო, ვითარება გაუარესდეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ BFMTV-ზე დაყრდნობით.

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
„მწვანეები“ მერკელის ბლოკთან გაერთიანებას გამორიცხავენ: მოსალოდნელია ახალი არჩევნები

„ჩვენს ინტერესებში არ შედის, რომ [ვითარება გერმანიაში] დაიძაბოს“, — თქვა მაკრონმა ტელეარხთან ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ წუხელ, გვიან ღამით სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.

კვირას გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია გამოეთიშა მრავალმხრივ მოლაპარაკებებს საპარლამენტო კოალიციის ფორმირების შესახებ მერკელის ბლოკთან. გერმანიის კანცლერმა ვერ მოახერხა კოალიციის ჩამოყალიბება, რომელიც მას პარლამენტში უმრავლესობის შექმნასა და მდგრადი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მისცემდა.  ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, წუხანდელი ღამიდან ანგელა მერკელის ეპოქის დასასრული დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0