კიევის სარკინიგზო სადგურზე მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემის ინფორმაციით, ხალხი სადგურიდან პლატფორმებისკენ გაჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის პარალელურად მატარებლები გრაფიკის მიხედვით მოძრაობს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. აფეთქების საშიშროების გამო კიევის ცენტრალური სარკინიგზო სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ინტერნეტგამოცემა Украинская правда-ზე დაყრდნობით.

იაპონია - Sputnik საქართველო
იაპონიის ფუკუსიმას პრეფექტურაში მოსახლეობა სასწრაფოდაა ევაკუირებული – ვიდეოკადრები

„აფეთქების საშიშროებიდან გამომდინარე, გთხოვთ გაათავისუფლოთ სადგურის შენობა!“ — მიმართა ადმინისტრაციამ მგზავრებს ადგილობრივი დროით 07:00 საათზე.

გამოცემის ინფორმაციით, ხალხი სადგურიდან პლატფორმებისკენ გაჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის პარალელურად მატარებლები გრაფიკის მიხედვით მოძრაობს.

РИА Новости-ს პოლიციისგან კომენტარი ჯერჯერობით არ მიუღია.

ყველა ახალი ამბავი
0