Greenpeace-ის აქტივისტებმა ატომურ სადგურზე ფოიერვერკი მოაწყვეს

© AFP 2024 / CHARLY TRIBALLEAUატომური სადგურ "Flamanville 1"-ის რეაქტორი საფრანგეთში
ატომური სადგურ Flamanville 1-ის რეაქტორი საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში ეკოლოგებმა ატომურ სადგურზე შეაღწიეს და ბირთვული ნარჩენების აუზის თავზე ფოიერვერკი მოაწყვეს.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აქტივისტ-ეკოლოგებმა ხუთშაბათს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ატომურ ელექტროსადგურ „კატენომის" ტერიტორიაზე შეაღწიეს და იქიდან ფოიერვერკი გაუშვეს, რათა ეჩვენებინათ, რამდენად დაბალია ქვეყნის ატომური ობიექტების დაცვის დონე, იუწყება საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინპისი" (Greenpeace).

© REUTERS / Vivien Fossez/Greenpeace/Handout„გრინპისის“ აქტივისტების მიერ მოწყობილი ფოიერვერკი ატომური ელექტროსადგურ „კატენომის“ ტერიტორიაზე (საფრანგეთი)
Фейерверк, запущенный активистами Greenpeace на территории атомной электростанции Каттеном на северо-востоке Франции  - Sputnik საქართველო
„გრინპისის“ აქტივისტების მიერ მოწყობილი ფოიერვერკი ატომური ელექტროსადგურ „კატენომის“ ტერიტორიაზე (საფრანგეთი)

მანამდე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც საფრანგეთისა და ბელგიის ატომურ სადგურებზე თავდასხმის საფრთხეების შესახებ მათი დაცვის დაბალ დონესთან დაკავშირებით გაფრთხილება იყო გამოთქმული. ბირთვული ნარჩენების აუზების უსაფრთხოების დონემ ეკოლოგიური ორგანიზაციის ექსპერტებში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.

„ჩვენმა აქტივისტებმა მოზელში ატომურ სადგურ „კატენომზე" შეაღწიეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ბირთვული ნარჩენების აუზები უაღრესად მოწყვლადია", — დაწერა Greenpeace-მა Twitter-ის საკუთარ აკაუნტში.#BREAKING — Our activists were in action this morning to denounce #nuclear spent fuel pools major security risk. #StopRiskingEurope pic.twitter.com/vKZxzrViEQ

კომპლექსის ტერიტორიაზე აქტივისტების შეღწევამ მის უსაფრთხოებაზე არ იმოქმედა, ატომური ზონა მიუწვდომელი იყო, დამრღვევები პოლიციამ დააკავა, განაცხადეს კომპანია EDF-ში, რომელიც საფრანგეთის ატომურ ობიექტებს მართავს.

„გრინპისი" (Greenpeace) — დამოუკიდებელი საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია გარემოს დეგრადაციის თავიდან აცილება. თავდაპირველად ორგანიზაცია აშშ-ის ბირთვული ცდების პრობლემებით იყო დაკავებული, შემდგომში მისი მოღვაწეობა მთელ მსოფლიოში ეკოლოგიის პრობლემების ფართო წრეზე გავრცელდა.

ყველა ახალი ამბავი
0