ვალერი მელაძის ქალიშვილის ქორწილი მაროკოში იზეიმეს

© photo: Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშივალერი მელაძე
ვალერი მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგა მელაძის რჩეული მაროკოელი ფინანსისტია.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის ვალერი მელაძის 26 წლის ქალიშვილი ინგა მაროკოელ ფინანსისტ ნური ვერგეზეს გაჰყვა ცოლად.

ინგამ მომავალი მეუღლე ათი წლის წინ დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის სკოლა King's Ely-ში სწავლისას გაიცნო. ახალგაზრდებმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ერთად ჩააბარეს, ხოლო 2015 წელს, როდესაც ნური ჟურნალისტად მუშაობდა ტელეარხ „ალ-ჯაზირაზე", წყვილმა შეუღლება გადაწყვიტა.

Публикация от Inga Meladze (@ingameladze) Янв 25 2017 в 11:48 PST

 

2017 წლის იანვარში შეყვარებულებმა ხელი კემბრიჯში მოაწერეს. თუმცა, რამდენადაც ნურის, რომელიც დიდ ბრიტანეთშია დაბადებული, მაროკოული ფესვები აქვს, წყვილმა დიდებული ქორწილის გამართვა მარაკეშში გადაწყვიტა.

ზეიმი ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შედგა. 100 სტუმარზე გათვლილი საქორწინო ცერემონია ზეთისხილის ხეების ბაღში გაიმართა.

Great beginning to an awesome weekend wedding!!! #vergladze #ousontlestoilettes #marrakech

Публикация от Pietro Rocco (@pietrordt) Окт 7 2017 в 12:16 PDT

 

„მე შენთან ერთად გავიყოფ ჩემ სულს და დარჩენილ ცხოვრებას", — წარმოთქვეს ახალგაზრდებმა საქორწინო ფიცის დროს.

პატარძლის მეჯვარეები იყვნენ ინგას დები — სოფია და არინა, პატარძლის მამამ ვალერი მელაძემ კი ქალიშვილი საკურთხეველთან მიიყვანა და სტუმრებისთვის იმღერა.

👼👼👼 #ИнгаМеладзе #ВалерийМеладзе #VERGLADZE

Публикация от V A L E R I Y M E L A D Z E (@vvmmeladze) Окт 8 2017 в 1:03 PDT

 

ინგა მელაძის ქორწილის ფოტოები Instagram-ზე გაიზიარა ქართული ბრენდ More Is Love-ის დამაარსებელმა ნინო ელიავამაც.

„ნური და ინგა, ყველა თქვენი ოცნება და იმედები აგსრულებოდეთ", — წერს ელიავა საკუთარ ბლოგში.

ყველა ახალი ამბავი
0