21:20 20 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8363
  • 100 RUB3.8355
  • USD2.4561
ტორნადო, ფლორიდას შტატი

ქარიშხალი „ირმა“ სანქტ-პეტერბურგს უახლოვდება

© REUTERS / Twitter/Karina Bauza
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1809 0 0

ქარიშხალ „ირმამ" 30 მილიონზე მეტი ადამიანი შეიძლება დააზარალოს

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქარიშხალი „ირმა" ფლორიდას ქალაქ სანქტ-პეტერბურგს უახლოვდება და მაქსიმალურ დამანგრეველ ძალას ინარჩუნებს, იუწყება აშშ-ის ქარიშხლების გაფრთხილების ეროვნული ცენტრი.

სინოპტიკოსების მონაცემებით, ქარიშხალი სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის გასწვრივ მოძრაობს, გადაადგილებასთან ერთად ქარის ზალა გაიზრდება.

ცენტრმა ძალაში დატოვა მაქსიმალური საფრთხის შესახებ გაფრთხილება ტამპას სრუტის მოსახლეობისთვის. ამ სრუტეზე მდებარეობს ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, ასევე ნორტ-მაიამი-ბიჩის და არქიპელაგ ფლორიდა-კიზის ქალაქები.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ „ირმა“ გაცილებით ძლიერია ქარიშხალ „ჰარვიზე“, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტეხასის სანაპიროს თავს დაატყდა და კატასტროფიული წყალდიდობა გამოიწვია. ამჟამად ქარიშხალი აშშ-ის სამხრეთ საზღვრისკენ და ფლორიდას შტატისკენ მოძრაობს, სადაც, ხელისუფლების პროგნოზებით, ქარიშხალმა 30 მილიონზე მეტი ადამიანი შეიძლება დააზარალოს. ევაკუაციას ფლორიდას მოსახლეობის 6,3 მილიონი ადამიანი ექვემდებარება. დაახლოებით 120 000 ადამიანი  500 დროებით თავშესაფარშია განთავსებული.

Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოზე ჩანს, რომ ქარიშხალ „ირმას“ შემდეგ ბაჰამის კუნძულებზე „ოკეანე საღაც გაქრა“.

ამჟამად „ირმას“ ხუთიდან მეოთხე კატეგორია მიენიჭა. კუბას ტერიტორიაზე გავლის შემდეგ ქარის დაკლებული ძალა ისევ გაიზარდა და საათში დაახლეობით 200 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალი ოკეანეს თბილ წყლებში გაძლიერდა და ფლორიდას სანაპიროს უახლოვდება.

 

 


მთავარი თემები