ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალების დღეს Linkin Park-მა ახალი კლიპი გამოაქვეყნა

© REUTERS / Mario AnzuoniLinkin Park
Linkin Park - Sputnik საქართველო
გამოწერა
Linkin Park-ის ახალი კლიპი YouTube-ზე 5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. Linkin Park-ის სოლისტ ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალების დღეს YouTube-ზე, ჯგუფის ოფიციალურ არხზე ახალი კლიპი გამოჩნდა სახელწოდებით Talking To Myself.

ამ დროისათვის კლიპი 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 

მანამდე ინფორმაცია ჯგუფ Linkin Park-ის სოლისტის გარდაცვალების შესახებ გვერდმა TMZ გაავრცელა. 

გვერდის ინფორმაციით, ჯგუფის ლიდერმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა მისი მეგობრის, ჯგუფ Soundgarden-ის ლიდერის კრის კორნელის დაბადების დღეზე, რომელიც დეტროიტის ერთ-ერთ სასტუმროში 18 მაისს გარდაიცვალა. 


ყველა ახალი ამბავი
0