17:07 26 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
ისლამური რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა ირანში

საპრეზიდენტო არჩევნები ირანში: კანდიდატები და კენჭისყრის მსვლელობა

© Sputnik/ Андрей Стенин
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩევლის ხმათა ნახევარზე მეტი უნდა დააგროვოს, თუ ეს არ მოხდება, ერთი კვირის შემდეგ გაიმართება მეორე ტური.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს — პარასკევს 56 მილიონი ამომრჩეველი სახელმწიფოს ახალ მეთაურს აირჩევს.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, აიათოლა იბრაჰიმ რაისი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მუსტაფა ჰაშემი-თაბა და კონსერვატორების კანდიდატი მუსტაფა აღა-მირსალიმი.

თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, ერთი კვირის შემდეგ გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი (რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს).

პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად ირანში ასევე გაიმართება არჩევნები საქალაქო საბჭოებში და პარლამენტში შუალედური არჩევნები.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამანეიმ ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთმა პირველმა მიიღო მონაწილეობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ Press TV-ზე დაყრდნობით.

​არჩევნები უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში ჩატარდება, რასაც დაახლოებით 300 ათასი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.

ირანის მოქალაქეების კენჭისყრა საქართველოში

საქართველოში ირანის მოქალაქეებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ირანის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ თბილისში ირანულ სკოლაში (ტაშკენტის ქუჩა 37) და ბათუმში ირანის გენერალური საკონსულოს შენობაში (ევროპის მოედანი).

საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

მთავარი თემები