ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ შეტევაზე ანალოგიური პასუხით იმუქრება

© photo: Sputnik / ილია პიტალიოვი / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეაში
სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიმ ირ სენის 105-ე წლისთავის გასაშუქებლად ქვეყნის ხელისუფლებამ 200 უცხოელი ჟურნალისტი მიიწვია, რათა მათ ქვეყნის სამხედრო ძლიერება წარმოუდგინოს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეა ბირთვული შეტევით უპასუხებს აშშ-ის მიერ პროვოცირებულ ბირთვულ ომს, განაცხადა ქვეყნის სახალხო არმიის ვიცე-მარშალმა ჩხვე რიონ ხემ სახელმწიფოს დამაარსებელ კიმ ირ სენის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „კიოდოზე“ დაყრდნობით.

სააგენტო წერს, რომ ვიცე-მარშლის განცხადებით, კორეული „სამართლიანი ბირთვული იარაღი გაანადგურებს ამერიკულს“.

„თუ ამერიკა პროვოკაციას მოაწყობს, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ გამანადგურებელი შეტევით, ტოტალურ ომს ტოტალური ომით ვუპასუხებთ, ბირთვულ ომზე — ბირთვულით!“ — განაცხადა ჩხვე რიონ ხემ.

კიმ ირ სენის დაბადების დღე ჩრდილოეთ კორეაში მზის დღედ იწოდება და მთავარ სახელმწიფო დღესასწაულად მიიჩნევა.

ღონისძიების გასაშუქებლად ქვეყნის ხელისუფლებამ 200 უცხოელი ჟურნალისტი მიიწვია, რათა მათ ქვეყნის სამხედრო ძლიერება წარმოუდგინოს.

ყველა ახალი ამბავი
0