თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ავტომობილი Hyundai, რომელიც ტერორისტმა ლონდონში ტერაქტის განსახორციელებლად გამოიყენა, შესაძლოა ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში იყოს იჯარით აღებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Express-ზე დაყრდნობით.
თვითმხილველების თქმით, ოთხშაბათს, საღამოს ბირმინგემის ქუჩებში უამრავი პოლიციელი მოძრაობდა. გამოცემა წერს, რომ განგაში იმ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ლონდონის ტერაქტში მონაწილე ავტომობილი ბირმინგემის ერთ-ერთი გამქირავებელი პუნქტიდან იყო იჯარით აღებული.
Arrests made in police raid in Birmingham which is linked to #Westminster terror attack, Sky sources say @skymarkwhite pic.twitter.com/Sxh5odAkTA
— Sky News (@SkyNews) 23 марта 2017 г.
თუმცა, როგორც ტელერადიოკომპანია BBC იუწყება, არსებობს ყველა საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ავტომობილი ესექსის საგრაფოს ქალაქ ჩელმსფორდში იყოს დაქირავებული.
ტერაქტი ლონდონის ხალხმრავალ და ტურისტებს შორის პოპულარულ ადგილზე გუშინ, თბილისის დროით 18:40 საათზე მოხდა: ვესტმინსტერის ხიდზე მოძრავი ავტომობილი ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი გზა პარლამენტის შენობისკენ განაგრძო. პოლიციამ შეაჩერა თავდამსხმელი, თუმცა მან ერთ-ერთი პოლიციელის დანით დაჭრა მოახერხა. სამართალდამცველი მოგვიანებით გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 40 ადამიანი.
რაც შეეხება ტერორისტს, ის ერთ-ერთმა პოლიციელმა მოკლა.