ტოკიო შეშფოთებულია კურილის კუნძულებზე რუსეთის დივიზიისა და რაკეტების განთავსებით

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიიაპონია
იაპონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოფიციალურმა გაზეთმა Боевая вахта გასული წლის ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურილის კუნძულებზე კუნაშირსა და იტურუპზე სანაპირო სარაკეტო კომპლექსები განთავსდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კისიდა შეშფოტებულია იმ ფაქტით, რომ რუსეთმა კურილის კუნძულებზე რაკეტები და დივიზია განათავსა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

"ეს საკითხი მე შეხვედრაზეც დავსვი და რუსულ მხარესაც ვაუწყე ჩემი შეშფოთების თაობაზე", — აღნიშნა მინისტრმა ფაქტის კომენტირებისას.

კისიდას თქმით, ის თავს იკავებს ამ თემასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დეტალების გახმაურებისგან.

"თუმცა მინდა ვთქვა შემდეგი: იმისათვის, რომ ამგვარი საკითხები ძირეულად გადაიჭრას, აუცილებელია ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გაიმართოს სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, კერძოდ კი ჩვენი ორი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ შარშან გამოხატული განზრახვის განსახორციელებლად", — განაცხადა მინისტრმა კისიდამ პრესკონფერენციაზე, რომელიც იაპონიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების "2+2" ფორმატის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოფიციალურმა გაზეთმა Боевая вахта გასული წლის ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურილის კუნძულებზე — კუნაშირსა და იტურუპზე სანაპირო სარაკეტო კომპლექსები განთავსდა. 

ამის შემდეგ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღნიშნულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე - Sputnik საქართველო
იაპონიის პრემიერი ომის შემდეგ დარჩენილი პრობლემებისთვის წერტილის დასმას აპირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს განთავსება გეგმური ხასიათისა იყო და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურებოდა.

იაპონიასა და რუსეთს შორის დავის საგანს წარმოადგენს კუნძულები, რომლებიც, 1855 წელს რუსეთსა და იაპონიას შორის გაფორმებული სიმოდის ტრაქტატის თანახმად, იაპონიის მფლობელობაში გადავიდა – კუნაშირი, შიტოკანი, იტურუპი და ხაბომაი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს კუნძულები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა ხაბაროვსკის მხარის სამხრეთ სახალინის ოლქის სახელწოდებით. ტოკიო სწორედ ამ ტერიტორიების მისთვის დაბრუნების პირობით აცხადებს თანხმობას რუსეთთან საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დღემდე არ გაფორმებულა.

ყველა ახალი ამბავი
0