New York Times: ტრამპი დაზვერვის მაკონტროლებლად „თავისი კაცის“ დანიშვნას აპირებს

© REUTERS / Carlos Barriaდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული დანიშვნის შესახებ გავრცელებულმა ხმებმა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებში შეშფოთება გამოიწვია.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განზრახული აქვს, რომ სადაზვერვო ორგანოების კონტროლი მილიარდერ სტივენ ფაინბერგს დაავალოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ New York Times-ზე დაყრდნობით.

ამერიკული გამოცემის მონაცემებით, რომელიც, თავის მხრივ, ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროს ეყრდნობა, თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ფაინბერგის დანიშვნის შესახებ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მილიარდერმა საკუთარი საინვესტიციო კომპანია Cerberus Capital Management-ის აქციების მფლობელებს აცნობა, რომ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
სპეცსამსახურებმა ტრამპზე კომპრომატი ნაწილობრივ დაადასტურეს

სტივენ ფაინბერგი Cerberus Capital Management-ის თანადამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკური საბჭოს წევრია. გაზეთის ინფორმაციით, მას კარგი ურთიერთობები აქვს ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველთან სტივენ ბრენონთან და ასევე პრეზიდენტის სიძესთან ჯერად კუშნერთან.

მასმედია იუწყება, რომ ფაინბერგმა კომენტარზე უარი თქვა და ასევე დუმილს ამჯობინებს თეთრი სახლიც.

New York Times-ის ინფორმაციით, აღნიშნული დანიშვნის შესახებ გავრცელებულმა ხმებმა შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებში. მათი აზრით, ამ გზით თეთრი სახლი უშუალოდ გააკონტროლებს ამერიკელ მზვერავთა საქმიანობას.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიარდერ ფაინბერგს ერთ-ერთი სადაზვერვო ორგანოს ხელმძღვანელად ამზადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0