00:37 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ხანძარი ტყეში ჰაიფაში

ხანძარი ჰაიფაში: ბოლო ცნობები

© REUTERS / Baz Ratner
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1801

ისრაელის ჩრდილოეთით ყველაზე დიდ ქალაქ ჰაიფაში მეოთხე დღეა ხანძრებს ებრძვიან და ხანძრის გამჩაღებლებს ეძებენ.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის პოლიციამ ხანძრის გაჩაღების ბრალდებით 12 ეჭვმიტანილი დააკავა. უკვე მეოთხე დღეა მთელ ქვეყანაში ხანძარი ბობოქრობს. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამართალდამცველი ორგანოების ოფიციალური წარმომადგენლის მიხაელ ზინგერმანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ თითოეული ხანძარი, რომელიც სპეციალურად გააჩინეს ან წააქეზეს, ტერაქტად ჩაითვლება.

„ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ხანძრის გაჩენაში და მის წაქეზებაში“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

სამართალდამცველები დაკავებულთა ვინაობას არ ამხელენ და პირობას დებენ, რომ დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

ისრაელის პოლიციის შეფმა რონი ალშეიხმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცეცხლის გამჩაღებლები, სავარაუდოდ, „პირომანიაკები“ არ არიან და „ნაციონალისტური“ შეხედულებებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

ქვეყნის ხელისუფლებას ხანძრის მიმდებარე საცხოვრებელი ტერიტორიებიდან ხალხი გამოჰყავს. დილიდან ჰაიფაში გუშინ ჩამქრალი რამდენიმე ხანძარი ქარმა კვლავ გააღვივა. ამის გამო ქალაქის 12 რაიონიდან, სულ ცოტა, 60 ათასი ადამიანია ევაკუირებული. სახლებში დაბრუნების ნებას მათ ჯერ კიდევ არ რთავენ.

ხანძრების ჩაქრობაში ისრაელს ბევრი ქვეყანა ეხმარება, მათ შორის რუსეთი, აშშ. ისრაელის ხელისუფლებამ უკვე დაიქირავა Boeing-747-ის ბაზაზე შექმნილი ამერიკული უძლიერესი ხანძრის საწინააღმდეგო თვითმფრინავი „სუპერტანკერი“. ნეთანიაჰუმ გუშინ მასზე განაცხადა, რომ მსოფლიოში ერთადერთი საჰაერო ხომალდია, რომელსაც შეუძლია ხანძარს ღამით ებრძოლოს.

მთავარი თემები