04:27 22 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
დონალდ ტრამპი

ტრამპმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი განაცხადა

© REUTERS / Carlo Allegri
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგუცია (13)
31 0 0

კანონი რომ არ დაარღვიოს, ტრამპი, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, წელიწადში ერთ დოლარს მიიღებს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik.  აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მეთაურის ხელფასზე უარს იტყვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ CBS-ზე დაყრდნობით.

ტელეარხის პროგრამაში „60 წუთი“ ტრამპს კითხვა დაუსვეს, მიიღებს თუ არა ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელფასს.

„ჩემი პასუხია — არა. ვფიქრობ, რომ კანონით უნდა მივიღო 1$ მაინც (უკიდურეს შემთხვევაში), ასე რომ, მივიღებ 1$-ს“, — განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს, მას ასევე შეუძლია, პირადი მიზნებისთვის ანგარიშიდან 50 ათასი დოლარი განკარგოს წელიწადში. მისთვის ხელმისაწვდომია მგზავრობების გადახდის ფონდი 100 ათას დოლარზე და 19 ათასი დოლარი — გართობაზე.

ტრამპი, რომელიც პოლიტიკაში ერთი წლის წინ მოვიდა, ცნობილია, როგორც წარმატებული ბიზნესმენი. ჟურნალ Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 3,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

თემები:
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგუცია (13)

მთავარი თემები