თვითმხილველები ალმათის ცენტრში პოლიციის განყოფილებასთან სროლის შესახებ იუწყებიან

© Ак Жайыкალმათი
ალმათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ადამიანი, რომელმაც, სავარაუდოდ, ავტომატიდან პოლიციის მიმართულებით გაისროლა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სროლის ხმა ორშაბათს, დილით ალმათის ცენტრში, შინაგან საქმეთა ალმათის რაიონულ განყოფილებასთან ისმოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-ყაზახეთი“.

„ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ადამიანი, რომელმაც, სავარაუდოდ, ავტომატიდან პოლიციის მიმართულებით გაისროლა.

„ალმათის რაიონულ განყოფილებაზე თავდასხმის ვიდეოკადრები: შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოვარდა, როგორც ჩანს, ავტომატით ისროლა პოლიციის მიმართულებით, ცდილობდა ავტომანქანის გაჩერებას, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით გაიქცა“, — დაწერა თვითმხილველმა.

პოლიციის კომენტარი საინფორმაციო სააგენტოს ჯერჯერობით არა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0