00:58 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
აფეთქება

ავღანეთში ამერიკელი სამხედროების კოლონას ტერორისტი დაესხა თავს

© AP Photo / Bram Janssen
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

აშშ–ის შეიარაღებული ძალების სამხედრო კოლონაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ბაგრამის ოლქში, სადაც აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების ავიაბაზაა განთავსებული, ამერიკელი სამხედროების კოლონაზე თავდასხმა განახორციელა, იუწყება შაბათს სააგენტო Khaama Press.

თვითმხილველთა განცხადებით, თვითმკვლელი სამხედრო კოლონას ავტომობილით შეეჯახა, რომელშიც  ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დააჯგუფება „თალიბანმა“ აიღო და ტერაქტის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ განაცხადა. თუმცა ხელისუფლებას ინფორმაცია ტერაქტის შესახებ არ დაუდასტურებია.

ამჟამად ავღანეთში ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა“ მიმდინარეობს. ეს ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სახელისუფლებო ძალებისათვის სწავლებასა და დახმარების გაწევას მოიაზრებს. 

ოპერაციაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ. მათი ერთ–ერთი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.

მთავარი თემები