აშშ–ის არმიის ახალი ხელმძღვანელი გეია

CC BY 2.0 / Julian Carvajal / Flagაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერიკ ფენინგი პირველია აშშ–ის არმიის ხელმძღვანელობაში, ვინც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს. მისი კანდიდატურა თანამდებობაზე თავად პრეზიდენტმა ობამამ წამოაყენა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ერიკ ფენინგი პირველი არაფარული გეია, რომელიც აშშ–ის არმიის ერთ–ერთ საჯარისო შენაერთს ჩაუდგება სათავეში სამოქალაქო ხელმძღვანელის რანგში. 

ამერიკის კონგრესის სენატმა სამშაბათს ერთხმად დაამტკიცა მისი კანდიდატურა არმიის მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრს ექვემდებარება და აშშ–ის არმიის ქვეით ძალებს კოორდინაციას უწევს. 

ერიკ ფენინგი მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ. არმიის მინისტრის პოსტზე ის ჯონ მაკიუს შეცვლის. 

ფენინგი თანამდებობაზე გეებისა და ლესბოსელების შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში დაინიშნა. აღნიშნულ პოლიტიკას ამერიკის ადმინისტრაცია მას შემდეგ ატარებს, რაც 2010 წელს გაუქმდა ნორმა „არ იკითხო — არ თქვა!“ ამ ნორმის თანახმად, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ამერიკის არმიაში  სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას საქვეყნოდ არ გაამჟღავნებდნენ. 

რაც შეეხება ფენინგს, ის ვალდებული არ იყო, დაეფარა საკუთარი მიდრეკილება, ვინაიდან 2010 წლამდე სამოქალაქო პირი გახლდათ.


ყველა ახალი ამბავი
0