ავსტრალიაში მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმელბურნი
მელბურნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მელბურნის ტერიტორიასა და სიდნეიში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიებში ბოლო დღეღამის განმავლობაში ხანძარი გაჩნდა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქალაქ მელბურნში ერთ-ერთ ყველაზე უძველეს მართლმადიდებლურ ბერძნულ ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, იუწყება ავსტრალიური ტელერადიოსამაუწყებლო კორპორაცია  ABC.

ინცინდენტი აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 წუთზე მოხდა, ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ბრიგადებმა ცეცხლზე კონტროლი მომენტალურად აიღეს. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაახლოებით 200 ადამიანი იქნა ევაკუირებული. Church fire in East Melb is now under control. The Holy Annunciation of Our Lady is Victoria's oldest Greek church. pic.twitter.com/cdh43Q7Tru

როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ ტელეარხ Nine News-ზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევის დროს ტაძარში მომლოცველები არ იმყოფებოდნენ, ტაძარი სერიოზულად არ დაზიანებულა, ხანძრის მიზეზი ცნობილი არ არის.

აღნიშნულ ფაქტი ბოლო დღეღამის განმავლობაში ავსტრალიის ტერიტორიაზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხანძრის გაჩენის მეორე შემთხვევაა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მეხანძრე და მოხუცებულთა სახლის ორი ბინადარი სიდნეიში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა. ამას გარდა მანჰეტენზე (აშშ)  კვირას, საღამოს ხანძარი გაჩნდა სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.


ყველა ახალი ამბავი
0