03:39 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
გაეროს ოფისი

გაეროს უშიშროების საბჭო სხდომას კორეაში წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ ჩაატარებს

© photo: Sputnik /
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
901

აღინიშნება, რომ ეს მეოთხე ბირთვული ცდაა მას შემდეგ, რაც კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავი ბირთვულ ზესახელმწიფოდ გამოაცხადა. წინა სამ შემთხვევაში ასეთი ქმედებების გამო გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები გამოიყენა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ჩრდილოეთ კორეის განცხადების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს დილით არაგეგმიურ სხდომას ჩაატარებს, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ანონიმურმა წყარომ გაეროს შტაბ-ბინაში.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, შეხვედრის ჩატარების ინიციატორები აშშ და იაპონია არიან.

ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის იარაღის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა, რომლის შექმნაზეც ფხენიანი ადრე უკვე საუბრობდა.

ჩრდილოკორეელებმა მანამდე სამი ცდა ჩაატარეს — 2006, 2009 და 2013 წლებში. ამის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები გამოიყენა.


მთავარი თემები