კენტუკის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ორი ათასმა მოზარდმა იჩხუბა

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის პოლიცია
აშშ-ის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ აყალმაყალი საათზე მეტხანს გრძელდებოდა, პოლიციას არცერთი ხულიგანი არ დაუკავებია. საბედნიეროდ, ჩხუბმა არა მარტო მსხვერპლის, არამედ სერიოზული ტრავმების გარეშე ჩაიარა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცავებს ამერიკულ სუპერმაკეტ Mall St. Matthews-ში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელშიც ორი ათასამდე მოზარდი მონაწილეობდა, არავინ დაუკავებია, იუწყება ტელეარხი Fox News პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის დენის მაკდონალდის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინციდენტი შაბათს საღამოს კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ათობით პოლიციელი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პოლიციას მყიდველებსა და სუპერმარკეტის მომსახურე პერსონალს შორის ჩხუბის დაწყების შესახებ აცნობეს.

მაკდონალდის თქმით, „არასაკმარისი დანაშაულებრივი ქმედებების“ გამო, ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი არ დაუკავებიათ. „ჩვენ ყურადღება მყიდველებისა და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე გადავიტანეთ. უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიცია დამნაშავეებს დააკავებდა“, — აღნიშნა მან.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციას ასეთი მასშტაბური უწესრიგობის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით არ დაუდგენია. ხელისუფლება ინციდენტს იძიებს. სუპერმარკეტმა მუშაობა კვირას დილით გაძლიერებული დაცვით განაგრძო. 


ყველა ახალი ამბავი
0