06:36 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ბურუნდის დედაქალაქი ბუჟუმბურა

მედია: ბურუნდიში არეულობისას თითქმის 90 ადამიანი დაიღუპა

მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
10 0 0

ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა ვილი ნიიამიტვემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერებმა თავდასხმა ყურადღების გადატანისა და პატიმრების გათავისუფლების მიზნით მოაწყეს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ბურუნდიში არეულობისას დაღუპულთა რიცხვმა 87-ს მიაღწია, მათ შორისაა ძალოვანი სტრუქტურის რვა წარმომადგენელი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურის იმ რაიონში, სადაც გუშინ შეიარაღებულ ოპოზიციონერებსა და სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა, 40-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს.
ხუთშაბათი-პარასკევის ღამეს ოპოზიციონერებმა ბუჟუმბურაში სამ სამხედრო ბაზას შეუტიეს. ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა ვილი ნიიამიტვემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერებმა თავდასხმა ყურადღების გადატანისა და პატიმრების გათავისუფლების მიზნით მოაწყეს.
მაისის დასაწყისში ბურუნდიში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. პროტესტი პრეზიდენტ პიერ ნკურუნზიზის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრა გადაწყვიტა, რაც, ოპოზიციის აზრით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველოს ინფორმაციით, ბურუნდიში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 240-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მთავარი თემები