12:19 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
სირიის ქალაქი ჰომსი

საავადმყოფოს თანამშრომელი: ჰომსის ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
9 0 0

ჰომსში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაჭრილები საავადმყოფოში მოსვლას განაგრძობენ, განაცხადა ალ-აჰლის საქალაქო საავადმყოფოს თანამშრომელმა. ამჟამად ჰოსპიტალში 70 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სირიის ქალაქ ჰომსის ცენტრში განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობამ 22-ს მიაღწია, 70-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ალ-აჰლის საავადმყოფოს თანამშრომელმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა ათი და ჰოსპიტალიზებულია 25 ადამიანი.
 „ჩვენი მონაცემებით, უკვე 22 ადამიანი დაიღუპა. ჩვენს საავადმყოფოში დაჭრილი დაახლოებით 70 ადამიანია. დაჭრილთა ნაწილი სხვა საავადმოფოებში გადაიყვანეს. ჩვენ დაშავებულებს ექსტრემალურ დახმარებას ვუწევთ, მაგრამ არიან მძიმედ დაჭრილები და ტერაქტის ადგილიდან დაშავებულთა მოყვანა კვლავ გრძელდება. უფრო მეტი ადამიანი მეორე აფეთქების შემდეგ შემოვიდა“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.


ტერორისტებმა ალ-აჰლის საავადმყოფოს ახლოს დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. მეორე აფეთქება ამ ტერაქტის შედეგი გახდა — შემთხვევის ადგილთან ახლოს გაზის ბალონები იყო, რომლებიც აფეთქდა. ორი აფეთქების შედეგად ნაწილობრივ დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მაღაზია, დაიწვა ახლოს გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი. ეს ტერაქტი ჰომსის კრიზისის ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტერაქტია.

მთავარი თემები