კიევში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

© photo: Sputnik / Alex Filippov / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის შსს-ში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების გაძლიერების ოპერაციაში მილიციის რიგითი თანამშრომლები და ნაციონალური გვარდიის მებრძოლები არიან ჩართულნი.

თბილისი, 3 ნოემბერი —  Sputnik. სამართალდამცავმა ორგანოებმა კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, იუწყება უკრაინის შს სამინისტრო. 

 „სამთავრობო კვარტალში რამდენილე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამასათან დაკავშირებით სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკრაინის შსს-ში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების გაძლიერების ოპერაციაში მილიციის რიგითი თანამშრომლები და ნაციონალური გვარდიის მებრძოლები არიან ჩართულნი.

პარტია „უკროპის“ აქტივისტები „პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის“ მოთხოვნით, კიევის მერობის ექსკანდიდატ გენადი კორბანის ლიდერობით, უკრაინის რადას მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.  მეორე მიტინგი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატირთან იმართება, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „უკროპის“ ლიდერს გადაიყვანენ. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კომუნალური გადასახადების შემცირებას მოითხოვენ.

„რადიკალური პარტიის“ ლიდერის, ოლეგ ლიაშკოს განცხადებით, რომელიც აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, მომიტინგეები იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0