03:39 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ჰილარი კლინტონი

აშშ-ში წიგნი გამოდის კლინტონების ოჯახში ძალადობაზე

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
4001

პოლიტიკური კონსულტანტი როჯერ სტოუნი, მის მიერ დაწერილ წიგნში ამტკიცებს, რომ ბილ კლინტონი ცოლისგან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკურმა კონსულტანტმა როჯერ სტოუნმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის დროს პრეზიდენტის თანაშემწის პოსტი ეჭირა, დაწერა წიგნი "The Clintons' War On Women", რომელიც კლინტონების ოჯახში ოჯახურ ძალადობას ეხება, იტყობინება New York Post.

 წიგნის ავტორი ამტკიცებს, რომ ჰილარი კლინტონის სისასტიკე თავისი მეუღლის მიმართ უკვე დიდი ხანია გრძელდება. 

 კლინტონის მცდელობის ფონზე, ამერიკულ ელექტორატს თავისი ხასიათის უფრო ლმობიერი მხარეები დაანახოს, სტოუნი წერს, რომ ექს პირველი ლედი მიდრეკილია „ბრაზიანი აფეთქებებისაკენ“ არა მარტო ქმრის, არამედ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების მიმართაც. 

 კერძოდ, სტოუნი ამტკიცებს, რომ კლინტონი „მყარი საგნებით სცემდა ქმარს და სისხლდენამდე კაწრავდა ფრჩხილებით“, წერს New York Post.

 წიგნში მოყვანილია ბილ კლინტონის ლოყაზე დიდი ნაკაწრის გამოჩენის ისტორია, 1993 წლის მარტში, მისი ბარბარა სტრეიზანდთან შეხვედრის შემდეგ. სტოუნი წერს, რომ ჰილარი კლინტონმა ამის გამო ქმარს დიდი სკანდალი მოუწყო, ხოლო მოგვიანებით, პრეს-სამსახურმა ოფიციალურ კომენტარში განაცხადა, რომ ბილ კლინტონმა ლოყა პარსვისას დაიზიანა.

 წიგნი აშშ-ში გაყიდვაში 13 ოქტომბერს გამოვა. 


მთავარი თემები