08:39 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ნატოს სამხედრო სწავლებები

ევროპაში ნატოს ყველაზე მსხვილმასშტაბიანი სწავლებები იწყება

© photo: Sputnik / Оксана Джадан
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
401

სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს 36 ათასი ჯარისკაცი 30-ზე მეტი ქვეყნიდან, 200 თვითმფრინავი და 50 სამხედრო გემი. სწავლებები იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში გაიმართება.

რომი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნატოს ყველაზე მსხვილმასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყება შაბათს ევროპის სამხრეთ დასავლეთში. სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს 36 ათასი ჯარისკაცი 30-ზე მეტი ქვეყნიდან, 200 თვითმფრინავი და 50 სამხედრო გემი. სწავლებები იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში გაიმართება. 

 საერთასორისო სამხედრო სწავლებები  Trident Juncture-2015  ყველაზე მასშტაბურია 2002 წლიდან და 6 ნოემბრამდე გასტანს. სწავლებებში ჩართული იქნება სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო ძალები და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ალიანსისა და მისი მოკავშირე ქვეყნებიდან, რომელთა შორის უკრაინაცაა. გარდა ამისა, ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში სწავლებების ფარგლებში გაიმართება სამხედრო-საზღვაო მანევრები. 

 სწავლებების პირველი ფაზა 16 ოქტომბრამდე გასტანს და კომპიუტერზე კონფლიქტური სიტუაციების მოდელირებაში აისახება. მეორე ეტაპი — სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ზალების ჩართვით 21 ოქტომბერს დაიწყება. 

 სწავლებების სცენარით გათვალისწინებულია თანამედროვე ომის ყველა შემადგენელი ნაწილის ამოქმედება. მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, კიბერშეტევების მოგერიება, ქმედებები „ჰიბრიდული ომის“ პირობებში და პროპაგანდისტული ოპერაციების ჩატარება. სწავლებათა ნაწილი იქნება სოციალური ქსელებიც, რომელშიც მოსალოდნელია რომ შეიმუშავებენ ბრძოლის წესებს არა მარტო პირობით მოწინააღმდეგესთან, არამედ „რეალურ ოპონენტებთანაც“.

 სამხედრო სწავლებების დაწყებასთან დაკავშირებით, იტალიური მედია აღნიშნავს, რომ წვრთნები, უკრაინის გამო რუსეთის დასავლეთთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. თუმცა ნატოს მთავარსარდალი ტრანსფორმაციის საკითხებში გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი აგვისტოს ბოლოს ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს მანევრები უკრაინის კრიზისს და რუსეთის დასავლეთთან გამწვავებულ ურთიერთობას არ უკავშირდება, რადგან 2,5 წლის წინ დაიგეგმა. 


მთავარი თემები