06:53 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
აშშ, კაპიტოლიუმი

აშშ-მ სანქციები შემოიღო „ისლამური სახელმწიფოს“ ქვედანაყოფების წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Игорь Михалев
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

აშშ-ს ხელისუფლებამ სამშაბათს სანქციები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 35 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ შემოიღო. ორგანიზაციებს შორისაა „ისლამური სახელმწიფოს“ ქვედანაყოფები ჩრდილოეთ კავკასიაში, ალჟირში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ს ხელისუფლებამ სანქციები შემოიღო ჩრდილოეთ კავკასიაში  „ისლამური სახელმწიფოს“ ქვედანაყოფების და მათი რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ, რომელნიც დაკავშირებულნი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მკვლელობებთან, იტყობინება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

 ამერიკული მხარის მონაცემებით, ტერორისტთა შორის არის  ე.წ. „კავკასიური ემირატის" ყოფილი ლიდერი რუსტამ ასელდეროვი, რომელიც 2014 წლის დეკემბერში „ისლამური სახელმწიფოს“ ემირად დაინიშნა ჩრდილოეთ კავკასიაში. მას ბრალად ედება მიმდინარე წლის სექტემბერში შეტევების ორგანიზება, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები დაიღუპნენ. 

 გარდა ამისა, სიაში მოხვდა თარხან გაზიევი, რომელიც ჩრდილო კავკასიელ  მებრძოლებთან 2003 წლიდან არის დაკავშირებული, და შამილ იზმაილოვი — „ისლამური სახელმწიფოს“ რუსულენოვან მებრძოლთა ლიდერი რაკში — სირიაში. 

 აშშ-ს ხელისუფლებამ სამშაბათს სანქციები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 35 პირისა და ორგანიზაციის  წინააღმდეგ შემოიღო. ორგანიზაციებს შორისაა „ისლამური სახელმწიფოს“ ქვედანაყოფები ჩრდილოეთ კავკასიაში, ალჟირში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.

 ტერორისტთა შორის არიან საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ტაჯიკეთის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, იემენისა და სხვა ქვეყნის მოქალაქენი. 

 სიაში შესულ პირთა და ორგანიზაციების ანგარიშები და ქონება დაბლოკილი იქნება აშშ-ში და ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ საქმიან ურთიერთობებში შევიდნენ მათთან. 

 

თემაზე

პუტინი: ისლამური სახელმწიფო ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა
პუტინი: რუსეთი ფართე ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას გთავაზობთ
პუტინი: „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმებში ევროპა, რუსეთი და აზიაა

მთავარი თემები