01:42 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
349 0 0

მაშველებმა იპოვეს 15 ბავშვის სხეული, მათ შორის 4 ჩვილის, 6 ბიჭის და 5 გოგონასი. დაღუპულთა შორის ათი ქალი და 9 მამაკაცია.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ეგეოსის ზღვაში ბერძნულ კუნძულ ფარმაკონისთან ნავის  ჩაძირვის შედეგად, მასზე მყოფი 34 მიგრანტი დაიღუპა, იტყობინება გაზეთ „ეთნოსის“ საიტი. 

 მაშველებმა იპოვეს 15 ბავშვის სხეული, მათ შორის 4 ჩვილის, 6 ბიჭის და 5 გოგონასი. დაღუპულთა შორის ათი ქალი და 9 მამაკაცია. 

 სანაპირო დაცვამ 68 ადამიანი გადაარჩინა. კიდევ 29 კაცმა თავად შესძლო ნაპირზე გადასვლა. 

 წინასწარი მონაცემებით, მიგრანტებით სავსე ნავი შტორმისა და გადატვირთვის გამო გადაბრუნდა. სამაშველო-საძიებო სამუშაოები გრძელდება, რადგან, ჯერაც უცნობია სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ნავზე. 

 2015 წლის რვა თვის განმავლობაში  საბერძნეთში 230 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა. 2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა და ყოველდღიურად მათი რიცხვი იზრდება. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის რაც ამჟამად ხდება, ყველაზე მასშტაბური მიგრაციული კრიზისია მსოფლიოში. 


მთავარი თემები