იაპონიაში გაუსაძლისი სიცხის გამო 32 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი დაზარალებული ტოკიოს პრეფექტურებში აღინიშნება. ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აჭარბებს. მეტეოროლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ ქუჩაში ყოფნას მოერიდონ, მიიღონ დიდი რაოდენობით სასმელი წყალი და გამოიყენონ კონდიციონერები.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. იაპონიაში გაუსაძლისი სიცხის გამო 32 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 11,2 ათასი — ჰოსპიტალიზებულია.

იაპონიის სახანძრო დაცვის სამმართველომ, რომლის დაქვემდებარებაშიცაა სასწრაფო დახმარების სამსახური, 3-9 აგვისტოს პერიოდის მონაცემები გაავრცელა.

დაზარალებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა აღინიშნა ტოკიოს პრეფექტურებში — აქ ჰოსპიტალიზებულია 971  ადამიანი,ოსაკაში — 911, აიტიში — 749. ჰოსპიტალიზებულთა შორის რამდენიმე  ათეული  ბავშვია.

სიცხე იაპონიაში პრაქტიკულად მთელი გასული კვირის მანძილზე გაგრძელდა. რიგ პრეფექტურებში ჰაერის ტემპერატურამ 38 გრადუსს გადააჭარბა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, სამშაბათს, 11 აგვისტოს კიოტოში, ნარასა და ნაგოიაში 36 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი, ოსაკასა და ვაკაიამაში — 35 გრადუსამდე, ტოკიოში, საიტამასა და იოკოგამაში — დაახლოებით 33 გრადუსი. ტემპერატურის ზრდასთან დაკავშირებით, მეტეოროლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ ქუჩაში ყოფნას მოერიდონ, მიიღონ დიდი რაოდენობით სასმელი წყალი და გამოიყენონ კონდიციონერები.


ყველა ახალი ამბავი
0