თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ყავის 27 ასოციაციამ მთელ მსოფლიოში ყავის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნის სამზადისი უკვე დაიწყეს. ეს დღე პირველ ოქტომბერს აღინიშნება, ნათქვამია ყავის საერთაშორიოს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
”ყავის საერთაშორისო დღე მრავალფეროვნების, ხარისხისა და ვნების ზეიმი იქნება, რაც ყავის კულტურას ახასიათებს. ასევე ეს დღესასწაული ყავის მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, ეს სიყვარული გაუზიარონ და მხარი დაუჭირონ მილიონობით ფერმერს, ვისი ცხოვრებაც ამ არომატულ მარცვლებზეა დამოკიდებული”, — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
დაგეგმილი დღესასწაულისა და ზოგადად, ყავის პოპულარიზაციის მიზნით, აგვისტოში ორგანიზაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს.
მრავალი ქვეყანა ყავის ეროვნულ დღეს წლის სხვადასხვა დროს აღნიშნავს. ორგანიზაციამ ყავის მოყვარულთათვის მთელ მსოფლიოში დღესასწაულის 1 ოქტომბერს ჩატარების გადაწყვეტილება 2014 წლის მარტში მიიღო.