მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მედია: ჩინეთში ახალი მეგაქალაქის შექმნა იგეგმება

© photo: Sputnik / Alexey Babushkin / გადასვლა მედიაბანკშიპეკინი
პეკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთს ექსპერიმენტის ჩატარება სურს — პეკინის, ტიანცზინისა და ჰებეის ერთიან აგლომერაციად ჩამოყალიბება და ეკონომიკური როლის თითოეული ქალაქზე გაყოფა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ჩინეთში გადაწყვიტეს შექმნან მეგაქალაქი, ანუ იმ ქალაქების აგლომერაცია (აგლომერაცია — თანამედროვე დიდი ქალაქი მის გარშემო გაშენებულ უბნებთან ერთად. — რედ.), რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 130 მლნ კაცს აღემატება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა „ნიუ–იორკ თაიმსზე“ დაყრდნობით. 

გაერთიანებული ტერიტორიის ფართობი, რომელსაც „ჯინ–ცზინ–ჯი“–ს (Jing-Jin-Ji) უწოდებენ, 132 ათას კვ კმ–ს შეადგენს. ასეთი უცნაური სახელწოდება აგლომერაციის უმსხვილესი დასახლებების — პეკინის, ტიანცზინისა და ჰებეის ტოპონიმთა მხოლოდ ნაწილია.  

აგლომერაციის თითოეულ ქალაქს თავისი როლი ექნება. ასე მაგალითად, პეკინი „პასუხისმგებელი“ იქნება ტექნოლოგიებსა და კულტურაზე, ტიანცზინში ტექნოლოგიური კვლევებით დაკავდებიან, ხოლო ჰებეის როლი ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა იქ, სავარაუდოდ, შედარებით მცირე საწარმოები განლაგდება. 

„მეგაქალაქი ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების ლოკომოტივად იქცევა“, — გამოცემა ნანკაის უნივერსიტეტის პროფესორის ლიუ განგის სიტყვებს იშველიებს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას კონსულტაციას უწევს რეგიონული განვითარების კუთხით.   

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინმა მოიწონა ეს ამბიციური გეგმა, აზუსტებს „Sputnik“. 

თუმცა, პროექტის რეალიზაციამდე ძალიან შორსაა და მოცემულ ეტაპზე ძირითადი პრობლემა — ეს სატრანსპორტო მიმოსვლა და ასევე სკოლებისა და საავადმყოფოების უკამრისობაა. ჩინეთი დღეს დამკვრელური ტემპებით ავითარებს ზეჩქაროსნულ სარკინიგზო მიმოსვლას, მაგრამ დაწყებითი სკოლების ერთ კლასში ჯერ ისევ 65 ბავშვი სწავლობს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0