მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინას შეუძლია საქართველოდან მიიღოს ბუნებრივი აირი

© photo: Sputnik / Алексей Бабушкин / გადასვლა მედიაბანკში"ტრანსნეფტი"
ტრანსნეფტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნეფტოგაზი“ მანამდე აცხადებდა, რომ ხელი მოაწერა Frontera Resources–თან შეთანხმებას, რომელიც საქართველოში არსებული ამერიკული კომპანიის სიმძლავრეებიდან გაზის იმპორტის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ამერიკული კომპანია Frontera Resources Corporation–ის შეკუმშული ბუნებრივი აირის ტერმინალის გავლით გაზის მიწოდებამ, შესაძლოა, წელიწადში 2–5 მლრდ კუბური მეტრი შეადგინოს, განაცხადა  „ნეფტოგაზ უკრაინას“ დირექტორმა იური ვიტრენკომ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„ნეფტოგაზი“ მანამდე აცხადებდა, რომ ხელი მოაწერა Frontera Resources–თან შეთანხმებას, რომელიც საქართველოში არსებული ამერიკული კომპანიის სიმძლავრეებიდან გაზის იმპორტის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

ვიტრენკომ აღნიშნა, რომ Frontera Resources დაინტერესდა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე შეკუმშული ბუნებრივი აირის ტერმინალის აშენებით. კომპანია მათი გავლით გეგმავს საქართველოში არსებული საკუთარი საბადოებიდან გაზის უკრაინის შავი ზღვის ზოლამდე მიტანას. 

„საუბარი იყო იმაზე, რომ დაახლოებით 2–5 მლრდ წელიწადში – ეს ის მოცულობაა, რომლის მიწოდებაც შეუძლია მცურავ ტერმინალს“, — განაცხადა ვიტრენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელი გზის დასაწყისში ვართ. ყოველ შემთხვევაში, ორი–სამი წელი მაინც დაგვჭირდება სანამ დეტალურად ვილაპარაკებთ უკრაინაში გაზის კონკრეტულ მიწოდებაზე. და ეს ის ვადაა, რომელზეც ჩვენ Frontera–სთან ვმსჯელობდით — 2017 წელი“, — თქვა  ვიტრენკომ ბრიფინგზე. 

ვიტრენკომ ტერმინალის მშენებლობისთვის აუცილებელი კაპიტალდაბანდებების მოცულობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი პრობლემური არ არის, ვინაიდან სრულფასოვანი შეკუმშული ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობის მაგივრად, მცურავი პლატფორმის დაქირავებაა შესაძლებელი. მისი თქმით, დღეისათვის ასეთი პლატფორმის არენდით აღება შედარებით მარტივია: პირველადი საარენდო შენატანი დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული კომპანია უკრაინისთვის საჭიროზე მეტ შეკუმშულ ბუნებრივ აირს გამოიმუშავებს, კიევი მზად იქნება მისი ევროპაში ტრანზიტისთვის. 

Frontera Resources Corporation — საერთაშორისო კომპანია, რომელიც გაზისა და ნავთობის ძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული, 1996 წელს დაარსდა. კომპანიის სტრატეგია გახლავთ ნახშირწყალბადების მოპოვების პერსპექტივების ძიება შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. კომპანიის კუთვნილი ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი  საქართველოში დაახლოებით 300 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0