20:16 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ხანძარი

ბელორუსიაში ყოფილი სამხედრო პოლიგონი იწვის

© photo: Sputnik / Алексей Вовк
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
7 0 0

ბელორუსიის საგანგებო სიტუაციების სამსახური სტოლინკის რაიონში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფართობზე გაჩენილი ხანძრის შესახებ იუწყება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ბელორუსიაში, ბრესტის ოლქში ყოფილი სამხედრო პოლიგონი იწვის, დაფიქსირდა 7 აფეთქება, დაზარალებულები არ არიან, იუწყება სამშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

 „ორშაბათს, 08:00 საათზე (თბილისის დროით 09:00) შემოვიდა შეტყობინება სტოლინსკის რაიონის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასთნ დაბლობზე არსებულ 150 ჰექტარ ტყის ფართობზე გაჩენილი ხანძრის შესახებ“, — ნათქვამია შეტყობინებაში.

ხანძრის ჩაქრობას პოლიგონზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერებები (08:00-დან 20:00 სთ–მდე 7 აფეთქება მოხდა, არავინ დაზარალებულა) და მისასვლელი გზების არარსებობა ართულებს, ხაზგასმულია განცხადებაში.

მონიტორინგისა და მდგომარეობის შეფასების მიზნით,  მიმდინარეობს ტერიტორის „ბელესავიას“ საავიაციო ვერტმფრენი МИ-2–ით პატრულირება. სამშაბათს, 08:30 (09:30 თბილისის დროით) სთ–ის მდგომარეობით, ხანძარი ტყის ფართობის 100 ჰექტარს მოედო.

ხანძრის ჩაქრობაში უახლოესი სატყეო სამსახურებიდან ჩართულია 84 ადამიანი, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის სიტუაციების სალიკვიდაციო შტაბი ბრესტის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მეთაურობით, ნათქვამია შეტყობინებაში.


მთავარი თემები