07:40 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სირიაში მებრძოლები

”ისლამურმა სახელმწიფომ” სირიის ტერიტორიის ნახევარი უკვე დაიპყრო

© Sputnik/ Дмитрий Виноградов
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
601

”ისლამური სახელმწიფო” ამჟამად სირიის ტერიტორიის ნახევარს აკონტროლებს; მისი ძირითადი ძალები რაკას ჩრდილოეთ პროვინციასა და ქვეყნის აღმოსავლეთით, უდაბნოს რეგიონებშია თავმოყრილი.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დაჯგუფება ”ისლამურმა სახელმწიფომ” რიგი საკვანძო პოზიციების დაპყრობის შესახებ განაცხადა – სირიის ცენტრში, სადაც ჯიჰადის მიმდევრები სამთავრობო ძალებს უპირისპირდებიან და ჩრდილოეთით, სადაც ისინი მეამბოხე დაჯგუფებებს ავიწროებენ, იუწყება  Sputnik Азербайджан  Euronews-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამგვარად, ”ისლამურმა სახელმწიფომ” ალეპოს ჩრდილოეთ პროვინციაში კონტროლის გაფართოება მოახერხა; ისინი თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით ათ კილომეტრში იმყოფებიან და ქალაქ მარის ემუქრებიან, რომელიც მეამბოხეების მომარაგებისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზაზე მდებარეობს. სირიის ადამიანის უფლებების დაკვირვების ჯგუფის ინფორმაციით, კვირა დღეს, მომხდარი ბრძოლების დროს აღნიშნულ ადგილზე 45 მეამბოხე და 30 ჯიჰადის მიმდევარი დაიღუპა.

სირიის ცენტრში ”ისლამურმა სახელმწიფომ” სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, პალმირას სამხრეთით მსხვილი საკონტროლო საგუშაგო დაიპყრო. ეს ტერიტორია 21 მაისს ისლამისტებმა აიღეს. აქედან იხსნება გზა სამხრეთით დამასკოსკენ, დასავლეთით — ჰომსისკენ და აღმოსავლეთით — ერაყისკენ. კერძოდ, ერაყის პროვინცია ალ-ანბარისკენ გზა მათთვის სრულიად გახსნილია.

თავად პალმირაში მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან გამოთქმული საშიშროება უნიკალური არქიტექტურული ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გამართლდა — სამაგიეროდ ისლამისტებმა ”ტადმურის” საპყრობილე ააფეთქეს. საპატიმროში მოძრაობა ”ძმები — მუსულმანების” რამდენიმე წევრთან ერთად, ათასობით დისიდენტი და ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე იმყოფებოდა. ეს მოძრაობა ამჟამინდელი პრეზიდენტის მამამ ჰაფეზ ასადმა 1980-იან წლებში აკრძალა. 

საპყრობილის აფეთქება, შესაძლოა, ადგილობრივ მოსახლეობაში ”ისლამური სახელმწიფოს” პოპულარობის გაზრდის მცდელობად შეფასდეს, რომლებიც ან თავად იყვნენ ამ ციხის პატიმრები ან იქ მათი ახლობლები იტანჯებოდნენ.

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, ამჟამად ”ისლამური სახელმწიფო” სირიის ტერიტორიის ნახევარს უკვე აკონტროლებს. მისი ძირითადი ძალები რაკას ჩრდილოეთ პროვინციასა და ქვეყნის აღმოსავლეთით, უდაბნოს რეგიონებშია თავმოყრილი.


მთავარი თემები