მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მედია: პოროშენკოს დაავიწყდა, რომ უკრაინა და საქართველო ერთი ქვეყანა არ არის

© photo: Sputnik / Nikolai Lazarenko / გადასვლა მედიაბანკშიპოროშენკო და სააკაშვილი
პოროშენკო და სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნით პოროშენკომ გვაგრძნობინა: ის არ თვლის, რომ უკრაინის მოსახლეობაში არის ვინმე საკმაოდ ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი, რომელსაც ისეთი საკვანძო რეგიონის მართვას ანდობდა, როგორიც ოდესის ოლქია, წერს The New York Observer-ის მიმომხილველი.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინა და საქართველო — ეს ერთი ქვეყანა არაა, წერს ამერიკული გაზეთის The New York Observer მიმომხილველი, სპეციალისტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით.

სტატიაში სათაურით ”საქართველოს შეჭრა უკრაინაში” მიტჩელი წერს, რომ პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოებას შემდეგი გააგებინოს: ქვეყანაში, სადაც ორმოც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არის ვინმე საკმაოდ ჭკვიანი, არაკორუმპირებული, პრეზიდენტისადმი ლოიალური და საკმარისად შორსმჭვრეტელი იმისთვის, რომ ამ საკვანძო რეგიონის გუბერნატორი ყოფილიყო.

” ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მათგანი, ვინც ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებდა, მათ შორის უკრაინის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიზნად საბჭოთა კავშირის აღდგენა დაისახა. მაგრამ ახლა სწორედ უკრაინის პრეზიდენტი იქცევა ისე, თითქოს საერთოდ არაა დარწმუნებული, რომ უკრაინა და საქართველო — ეს სხვადასხვა ქვეყნებია”, — წერს გამოცემის მიმომხილველი.

მიტჩელი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მხოლოდ ერთია იმ რამდენიმე ქართველთაგან, რომლებსაც ამჟამად უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები უკავიათ და თან ყველა მათგანი სწორედ სააკაშვილის მთავრობაში მუშაობდა.

ამასთან, The New York Observer-ის მიმომხილველი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დანიშვნას შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს. მიტჩელის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა და პოროშენკოს, როგორც ჩანს იმედი აქვს, რომ სააკაშვილი ამ ”ანტიკორუფციულ მაგიას” ოდესის ოლქშიც ჩაიტანს. თუმცა მიტჩელის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის ყველა ”დიდ წარმატებას” ადგილი2004–2007 წლებში,  მინიმუმ რვა წლის წინ ჰქონდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მიტჩელს ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტის ბრაინ მეფორდის მოსაზრება მოჰყავს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას რეფორმები სჭირდება და არა ”მყუდრო სამთავრობო თანამდებობები გადასახლებული ქართველი პოლიტიკოსებისათვის”. მისი აზრით, სააკაშვილი იმ სპორტსმენივითაა, რომელიც სათადარიგო სკამზე დიდ გულზეა, მწვრთნელი კი ამ დროს ეუბნება: ”ან იმოქმედე, ან მოკეტე”. 

მიმომხილველი იხსენებს ასევე სააკაშვილის პრეზიდენტობის იმ მხარესაც, რომელიც ხასიათდებოდა სიტყვის და შეკრებების თავისუფლების შეზღუდვით და ხელისუფლების ყველა ოპონენტის  პრორუსულ განწყობებში ბრალდებებით. „თუმცა სააკაშვილის ანტირუსული ყოყოჩობა ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, ხოლო მისი გადაწყვეტილებები — არა”, — განმარტავს მიტჩელი.

სააკაშვილის პრეზიდენტობა ასევე შეილახა ქვეყანაში მაღალი უმუშევრობის დონით და ადამიანის უფლებების დარღვევით. კერძოდ, იგულისხმება რამდენიმე აქციაზე დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობა.

გასულ შაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ასევე ხელი მოაწერა ბრძანებულებას მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ. მანამდე კი საქართველოს ექს–პრეზიდენტი პოროშენკომ  თავის შტატგარეშე მრჩეველად დანიშნა. 


ყველა ახალი ამბავი
0