მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კუნძულ ფხუკეტს გვალვის გამო წყალმომარაგების კოლაფსი ელოდება

ფხუკეტი
ფხუკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ უახლოეს 10 დღეში არ გაწვიმდება, მთელი კუნძული მილსადენის წყლის გარეშე დარჩება, განაცხადა ტაილანდში ადგილობრივი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თუ უახლოესი ათი დღის განმავლობაში წვიმა არ მოვიდა, ეს ტაილანდში კუნძულ ფხუკეტზე წყალმომარაგების სისტემის სრულ კოლაფსს გამოიწვევს, იუწყება პარასკევს სააგენტო РИА Новости ინეტრნეტ-რესურს Phuketwan-ზე დაყრდნობით.

კუნძულის ნაწილებში, ქალაქ ფხუკეტის ჩათვლით, წყალმომარაგების კრიზისს უკვე განიცდიან: წყალგაყვანილობის სისტემა 10% სიმძლავრით მუშაობს, განაცხადა პარასკევს ქალაქის ვიცე-მერმა თხავონ ჩირაპატთხანასოპხონმა, იუწყება გამოცემა.

”თუ უახლოეს 10 დღეში წვიმა არ მოვიდა, მთელი კუნძული მილსადენის წყლის გარეშე დარჩება”, — განაცხადა  მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ პროვინციის გუბერნატორს ფხუკეტ ნისიტ ჩანსომვონგს მტკნარ წყალთან დაკავშირებული ვითარების შესახებ უკვე მოახსენა.

გასული წლის მაის-ოქტომბერში ფხუკეტში ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა, მაგრამ კუნძულის ადმინისტრაციის მხრიდან  წვიმის წყლის დასაგროვებლად  შესაბამისი ზომები არ გატარებულა.  წვიმის წყალი, კონტინენტიდან შემოტანილ წყალთან ერთად, კუნძულზე მილსადენის წყლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, იუწყება გამოცემა. ფხუკეტი მსგავს ვითარებაში 2004 წლიდან არ ყოფილა, აღნიშნულია განცხადებაში.

მიმდინარე  ვითარება მტკნარ წყალთან დაკავშირებით  მხოლოდ ბოლო 24 საათში გაირკვა, როდესაც რაიონების ხელმძღვანელებმა პროვინციის ადმინისტრაციას საკუთარ რაიონებში წყალგაყვანილობის სისტემის გამოშრობის შესახებ მოახსენეს, იუწყება Phukewan.

ამინდის პროგნოზი უახლოესი 10 დღის განმავლობაში მუსონურ ქარს ვარაუდობს, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს რომ მაშინვე იწვიმებს, აღნიშნავს გამოცემა.

კუნძული ფხუკეტი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონაა უცხოელი, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის. გარდა ამისა, ბევრი რუსი მოქალაქისათვის ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია. 

 


ყველა ახალი ამბავი
0