06:40 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
მსოფლიოში

აშშ-ის ადმინისტრაცია საექსპორტო სტრატეგიაში რევოლუციას ამზადებს - თეთრი სახლი

მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
4 0 0

სამშაბათს ბარაკ ობამა აშშ-ის სავაჭრო-საექსპორტო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განაცხადებს - როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტი თავდაცვითი და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ზოგიერთი სახეობის ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქების შესახებ განაცხადებს, იუწყება თეთრი სახლის პრეს-სამსახური.

 

თბილისი, 31 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”. სამშაბათს ბარაკ ობამა აშშ-ის სავაჭრო-საექსპორტო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განაცხადებს - როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტი თავდაცვითი და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ზოგიერთი სახეობის ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქების შესახებ განაცხადებს, იუწყება თეთრი სახლის პრეს-სამსახური.

”პრეზიდენტი განაცხადებს ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ საექსპორტო კონტროლის სისტემის რეფომირების პროცესში და მის ახალ სქემას წარმოადგენს. ეს ცვლილებები შეეხება კონტროლის ობიექტებს, კონტროლის საშუალებებს და მათი დარეგულირების მეთოდებს. რეფორმა დაგვეხმარება, გავამყაროთ ჩვენი ეროვნული უისაფრთხოება და ძალისხმევის კონცენტრაცია მოვახდინოთ უფრო მეტად კრიტიკული საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტის დაკვირვებაზე, ასევე ავამაღლოთ ამერიკული მრეწველობის და ტექნოლოგიების საკვანძო სექტორების კონკურენტუნარიანობა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად ობამას ადმინისტრაცია ამერიკული ეკონომიკის ზრდის ფორსირებას ცდილობს, რადგანაც კრიზისის შემდეგ მისი აღდგენის ტემპი უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”. შიდა მოხმარების სტიმულირების ზომებთან ერთად ამერიკული მთავრობა საგარეო ვაჭრობის მოცულობის გაზრდას ცდილობს.

2009 წელს, ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი საგარეო-სავაჭრო ამოცანა 2014 წლისთვის ამერიკული ექსპორტის გაორმაგება იქნება. მას შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ სექტორის გამოცოცხლებას ცდილობენ, მათ შორის ექსპორტის ლიბერალიზაციის ხარჯზე.

2009 წლის აგვისტოში ობამამ განკარგულება გასცა, ჩაეტარებინათ საექსპორტო კონტროლის რევიზია და განესაზღვრათ, თუ რამდენად პასუხობს იგი თანამედროვე გამოწვევებს და შეესაბამება თუ არა ამჟამინდელ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ რეალიებს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ არსებული სისტემა ძალზედ ჩახლართულია, ხოლო მისი ამკრძალავი ბარიერები ისეთია, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად ის თანამედროვე გამოწვევებზე ამერიკული მთავრობის რეაგირების უნარს აქვეითებს.

”ჩვენს სისტემაში კონტროლის სიების რესტრუქტურიზაცია და ლიცენზირების პრაქტიკაში წესრიგის დამყარება რევოლუცია გახდება. წინასწარი გათვლებით, რეფორმის შედეგად 12 ათასი პუნქტიდან დაახლოებით 74%-მა შეიძლება კონტროლის ”თავდაცვითი” სიიდან კომერციულში (ფაქტობრიცად, ეს შეასუსტებს კონტროლს) გადაინაცვლოს, ან საერთოდ გამოირიცხოს სისტემიდან. ორი სიის მიხედვით სულ, გამორიცხული პუნქტების მოცულობამ შეიძლება 32%-ს მიაღწიოს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ზოგიერთი ტანკის სამუხრუჭე მექანიზმები. ეს მოწყობილობები მთლიანად იდენტურია იმ სამუხრუჭე მექანიზმების, რომლებიც სახანძრო მანქანებში გამოიყენება და თავისუფალ გაყიდვაშია, მაგრამ იმის გამო, რომ დოკუმენტაციებში მასზე მითითებულია სიტყვა ”ტანკი”, ისინი შეზღუდვების ქვეშ ექცევა”, - აღნიშნავს თეთრი სახლი.

კონტროლის არსებული სისტემის საფუძველში ორი სიაა, რომლებიც შედგენილია საექსპორტო საქონლის და ტექნოლოგიებისადმი სხვადასხვა პრინციპული დამოკიდებულებებით. ”ეს სიები ორი სხვადასხვა უწყების მიერაა შედგენილი. ამის გამო ბევრი გაუგებრობა, უზუსტობაა, ჩნდება უწყებრივი დავები, ლიცენზიების და ნებართვების გაცემაში მრავალთვიანი შეფერხებები, ზოგიერთი წლობითაც გრძელდება”, - აღნიშნავს თეთრი სახლი.

აშშ-ში ლიცენზირების სამი სააგენტო არსებობს, რომელთაგან თითოეული საკუთარი წესებით ხელმძღვანელობს. თითოეული საკუთარ ლიცენზიებს პროცედურების თავისი ჩამონათვალის და ექსპორტის მოთხოვნების სიის მიხედვით გასცემს. თითოეული ეს სტრუქტურა თავის საკუთარ მონაცემთა ბაზას და ”საინფორმაციო ტექნოლოგიების” ნაკრებს იყენებს, რის გამოც, ძალიან ხშირად, პრაქტიკულად, შეუძლებელია იმის გაგება, ხვდება რომელიმე საქონელი საექსპორტო შეზღუდვაში, თუ არა. ხშირად სახელმწიფო სტრუქტურებიც ვერ იღებდნენ ასეთ ინფორმაციას.

საექსპორტო კონტროლის ახალი სტრატეგიის ფარგლებში ეს სააგენტოები ექსპორტის ნებართვის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად ახალ კეიტერიუმებს შეიმუშავებენ და საექსპორტო ლიცენზიების გაცემის პროცესის უნიფიცირებას მოახდენენ.

”ეს რეფორმა ჩვენი მრეწველობისთვის, მოკავშირეებისა და საზღვარგარეთელი პარტნიორებისთვის ექსპორტის წესების შეამსუბუქების უფლებას მოგვცემს, ასევე საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, უფრო საიმედოდ გაუფრთხილდეს მეტად მგრძნობიარე საქონელს და ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გარანტიაა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაცია საექსპორტოდ აკრძალული საქონლის გადახედვას და მათ უნიფიცირებას გეგმავს. საუბარია ორმაგი დანიშნულების საქონელზე და სამხედრო პროდუქციის მნიშვნელოვან ჩამონათვალზე. ნაწილობრივ მათზე მოიხსნება კონტროლის ზომები, მაგრამ უფრო ”მგრძნობიარე” საქონელზე საექსპორტო კონტროლი გამკაცრდება. თეთრი სახლი საექპორტო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით უფრო ”მისამართულ” დამოკიდებულებას გეგმავს, აპირებს განსაზღვროს არა მხოლოდ ის ფაქტი,  შესაძლებელია მიწოდება, თუ არა, არამედ გადაწყვეტილება ექსპორტის შესახებ მიიღოს ყოველ კონკრეტულ რეგიონში და კონკრეტული მომხმარებლისთვის.

”იგეგმება, რომ უფრო კონკრეტული სიები გაკეთდეს, როდესაც მათში საექსპორტოდ აკრძალული საქონლის მკაფიო პარამეტრები იქნება მოყვანილი და არა ზოგადი კრიტერიუმები, როგორც ეს მოქმედ სიებშია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

იგეგმება საექსპორტო კონტროლის სიების რანჟირებულად გაკეთება. ყველაზე მაღალ - ამკრძალავ დონეს შეესაბამება საქონელი და ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს აშშ-ის უპირატესობას თავდაცვის, დაზვერვის სფეროებში (ისინი წარმოებული უნდა იყოს აშშ-ის ტერიტორიაზე), ასევე ყველაფერი, რაც მასობრივი განადგურების იარაღთან არის დაკავშირებული. სხვა ორი კონტროლის დონეა საშუალო და დაბალი - შეესაბამება აშშ-ში წარმოებულ თავდაცვით საქონელს და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, მაგრამ რომელთა ანალოგების შეძენა საერთაშორისო ბაზარზეც არის შესაძლებელი.

ამგვარად, აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს საქონლის ექსპორტის გაზრდას თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაზარალების გარეშე. თეთრ სახლში ამ ნაბიჯს ექსპორტის საკითხებისადმი ”მოქნილ მიდგომას” უწოდებენ.

მთავარი თემები