19:40 23 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7545
  • 100 RUB4.3140
  • USD3.1566
რა-დიაცია
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (533)
156 0 0

პოპულარულმა იმიჯმეიკერმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ქალები პარტნიორებსა და ფეხსაცმელებს ერთი და იგივე პრინციპით ირჩევენ

იმიჯმეიკერი ეკატერინა მალიაროვა ძალზე პოპულარულია გლამურულ სამყაროში. მისი მომსახურებითა და რჩევებით უამრავი ქალბატონი სარგებლობს — სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები და ფინანსური შესაძლებლობების მქონენი.

როგორც ირკვევა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მას ათასობით ქალბატონისთვის შეურჩევია ფეხსაცმელი და ერთგვარი დასკვნაც გაუკეთებია: ქალის ფეხსაცმელსა და მამაკაცებს შორის არსებობს რაღაც საერთო. კერძოდ:

  • ერთსაც და მეორესაც აქვს უნარი, ქალს თავი ნამდვილ ქალად აგრძნობინოს;
  • ქალი ფეხსაცმელსაც და ქმარსაც ერთი და იგივე პრინციპების მიხედვით არჩევს.

ახლა ვნახოთ, რა პრინციპებია ეს, რომლებზეც იმიჯმეიკერი თავადვე გიამბობთ:  

„სულ არარაობას“

ზოგი ქალი ფეხსაცმელს იმიტომ ყიდულობს, რომ ფეხშიშველმა არ იაროს.

ეს იგივეა, რომ გათხოვდე მხოლოდ იმისთვის, რომ გათხოვდე — მნიშვნელობა არა აქვს, ვის გაჰყვები ცოლად, მთავარია, მარტო არ დარჩე.

ამ დროს ქალს ავიწყდება, რომ ფეხსაცმლის დანიშნულება მხოლოდ ფეხის შემოსვა და დათბილვა კი არ არის, არამედ ქალის იმიჯის შექმნა, მისი „სახის“ ჩამოყალიბება. სწორედ ეს ფუნქციაა უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ყველაფრის გაფუჭებაც შეუძლია და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე გაფუჭებულის გამოსწორებაც.

„და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“

ბევრი ქალი ფეხსაცმელს ისე ყიდულობს, თითქოს ცხოვრების ბოლომდე უნდა ატაროს. წლების განმავლობაში არ გაიხდის ფეხიდან, თუ მათში თავს მოხერხებულად გრძნობს.

ეს იგივეა, კაცი რომ გაიცნო და ორიოდე საათში უკვე მომავალი შვილებისთვის სახელებს არჩევდე.

ნუ მიეჯაჭვებით ნურც ფეხსაცმელსა და ნურც მამაკაცებს — არც ერთი და არც მეორე არ არის თქვენი ცხოვრების უკანასკნელი შანსი.

„ფეხსაცმელი ბევრი ვერ იქნება“

ზემოთ ნახსენები ქალებისგან განსხვავებით, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ლამის ყველა კაბისთვის ცალკე ფეხსაცმელს ყიდულობენ. ოღონდ ყველას ჩაცმას ვერ ახერხებენ და მერე წლობით უწყვიათ კარადაში. რაღა თქმა უნდა, ეს ძალიან არაპრაქტიკულია.

სრულიად საკმარისია სამი წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი: მყვირალა ფერის, რომელიმე ტონალობის ჩალისფერი და ნებისმიერი ღია ფეხსაცმელი, ანუ „ბასანოჟკები“.

ჰო, მართლა, აქ მამაკაცებთან საერთოს მაგალითის მოყვანისგან თავს შევიკავებ…

„გავარდნილი ტყვიასავით“

ბევრ ქალბატონს აფრთხობს ფერადი, მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი.

ეს ან იმიტომ, რომ არ იცის, რას შეუხამოს, ან იმიტომ, რომ არაპრაქტიკული და არაუნივერსალური ეჩვენება.

ეს იგივეა, რომ დაკუნთულ ალფა-მამრებს უფრთხოდე, რომელთაც ნებისმიერი ქალი კილომეტრის რადიუსში ამჩნევს და მზერას აყოლებს.

არადა, „მყვირალა“ ფეხსაცმელი წამში გამოასწორებდა არასწორ გარეგნულ სახეს („ობრაზ“), თუ  გეცოდინებათ, რასთან უნდა ატაროთ იგი.

ლამაზი მამაკაცის შემთხვევაშიც ასეა — სწორად უნდა შეარჩიოთ და იცოდეთ, სად და ვისთან ატაროთ ის. 

„ოჰ, როგორ მტკენს ეს ოხერი“

იდეალურია ის ფეხსაცმელი და ის მამაკაცი, რომელიც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ. თუ ატყობთ, რომ ფეხსაცმელი ან მამაკაცი „თქვენი“ არ არის, სინდისის ქენჯნის გარეშე მოიშორეთ და სხვა მოძებნეთ.

არსებობენ ისეთი ქალები, რომლებიც საშინლად მოუხერხებელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ ფეხზე ძალიან ლამაზად ჩანს და თანაც მოდაშია. არადა, ერთი სული აქვთ წაიძრონ და შვებით ამოისუნთქონ.
შესაძლოა სხვა ქალმა სწორედ ამ ფეხსაცმელში არაჩვეულებრივად იგრძნოს თავი, რადგან კალაპოტიც „მისი“ გამოდგება, „პადიომიცა“ და ქუსლის სიმაღლეც.

ეს იგივეა, გვერდში არაჩვეულებრივი გარეგნობის კაცი გყავდეს, რომელიც შეძლებულიც იქნება, კულტურულ-განათლებულიც და სხვა მრავალი ღირსებით შემკულიც, მაგრამ მაინც არ იყოს „თქვენი“, ანუ „ძალიან გტკენდეთ, ეს ოხერი…“

ჯერჯერობით სულ ესაა.

გისურვებთ იდეალური ფეხსაცმლისა და მამაკაცის პოვნას!
თემები:
სასარგებლო რჩევები (533)

მთავარი თემები