რატომ არიან ქალები უფრო კეთილები, ხოლო მამაკაცები – ეგოისტები

CC0 / Pixabay / ქალისა და მამაკაცის სილუეტები ხეების ფონზე
ქალისა და მამაკაცის სილუეტები ხეების ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ქალების უმრავლესობა მზადაა მეგობრების, ოჯახის წევრების, ქუჩაში უცნობების დასახმარებლადაც კი, რასაც ყოველთვის ვერ ვიტყვით მამაკაცებზე.

ციურიხის უნივერსიტეტის ახალი კვლევა ადასტურებს: მამაკაცის ტვინი აქეზებს ეგოისტურ საქციელს, ხოლო ქალის – ალტრუისტულს. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა...

სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო
სექსი, სიყვარული და ჭამა – რა პრინციპული განსხვავებებაა ქალსა და მამაკაცს შორის

ნეირობიოლოგებმა ჩაატარეს რიგი ქცევების კვლევა ექსპერიმენტების დახმარებით, სადაც რესპონდენტებს უწევდათ გადაწყვეტილების მიღება – უნდა დახმარებოდნენ თუ არა სხვებს ფულით. ნეირობიოლოგებს უნდა დაედგინათ, ტვინის რომელი ნაწილები ამოქმედდებოდა მაშინ, როცა მიიღებდნენ ალტრუისტულ გადაწყვეტილებას, და მაშინ, როდესაც მიიღებდნენ ეგოისტურ გადაწყვეტილებას.

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ზოლიანი სხეული (ტვინის ის ნაწილი, რომელიც, თუ კარგად ვიქცევით, გვაჯილდოებს „გემრიელი" დოფამინით) ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, აჩვენებდა გამოხატულ რეაქციას, როდესაც ისინი ალტრუისტულ გადაწყვეტილებას იღებდნენ.

და პირიქით, მამაკაცების ზოლიანი სხეული უფრო რეაგირებს ეგოისტურ საქციელზე. ანუ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ჯილდოვდებიან კეთილი საქციელისთვის, ხოლო მამაკაცები – ეგოისტურისთვის. ეს ხომ ასეცაა ცხოვრებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0