ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: 26 ივლისი - 1 აგვისტო

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები ამ კვირაში გაუსაძლის სიცხეებს არ პროგნოზირებენ - ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34 გრადუსამდე იქნება.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. ამ კვირაში სინოპტიკოსები დედაქალაქში უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.
ორშაბათი, 26 ივლისი: თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა ღამით +25, ხოლო დღისით 32 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. მზე 05:31 საათზე ამოვა და 20:25 საათზე ჩავა.
სამშაბათი, 27 ივლისი: თბილისში მზიანი ამინდი იქნება. თუმცა, დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +23 გრადუსი, დღისით კი 34 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:49 საათზე ამოვა და 20:24 საათზე ჩავა.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ოთხშაბათი, 28 ივლისი: თბილისში სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 24 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10-15 მეტრი წამში. მზე 05:50 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.
ხუთშაბათი, 29 ივლისი: თბილისში მზიანი ამინდი იქნება თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 25 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:51 საათზე ამოვა და 20:22 საათზე ჩავა.
პარასკევი, 30 ივლისი: თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი. მინიმალური ტემპერატურა +10 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8-13 მეტრი წამში. მზე 05:52 საათზე ამოვა და 20:21 საათზე ჩავა.
შაბათი, 31 ივლისი: დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 30 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8-13 მეტრი წამში. მზე 05:53 საათზე ამოვა და 20:20 საათზე ჩავა.
კვირა, 1 აგვისტო: თბილისში მზიანი და უნალექო ამინდი შენარჩუნება. მინიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 32 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:19 საათზე ჩავა.
ყველა ახალი ამბავი
0